თბილისი, 23 მარტი — Sputnik. მოსკოვის ცენტრში რუსეთის შსს-ს თანამშრომლებმა ნარკოტიკების უკანონო შეძენის, შენახვისა და გადატანის ბრალდებით გალის რაიონის მკვიდრი, 38 წლის კრიმინალური ავტორიტეტი ლევან ბულისკერია დააკავეს, რომელიც ცნობილია, როგორც „ლევან გალსკი", აღნიშნულია სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ბულისკერიას ემუქრება სამიდან ათ წლამდე ვადით პატიმრობა 500 ათას რუბლამდე (8,6 ათას აშშ დოლარზე მეტი) ჯარიმასთან ერთად ან სამ წლამდე პერიოდში ბრალდებულის ხელფასის ან სხვა შემოსავლის ოდენობის თანხასთან ერთად, ან მის გარეშე და თავისუფლების შეზღუდვა 1 წლამდე ვადით.
რუსული მასმედიის ინფორმაციით, "ლევან გალსკი" ე. წ. კანონიერი ქურდია. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას 7 გრამი ჰეროინი ამოიღო.