საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

© Sputnik / Levan Avlabreliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უშიშროების საბჭოს სხდომაზე რამდენიმე საკითხს განიხილავენ, მათ შორის, შავიზღვისპირეთის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს საკითხს.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, რომელიც 23 მარტს გაიმართება, ნათქვამია უშიშროების საბჭოს აპარატის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტის რეზიდენციაში სათათბირო ორგანოს წევრების შეხვედრა 17:00 საათზე გაიმართება. სხდომაში მონაწილეობისათვის უშიშროების საბჭოს წევრების გარდა, მიწვეულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალი ხერხი დაასახელა

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხს განიხილავენ, მათ შორის, შავიზღვისპირეთის რეგიონში უსაფრთხოების გარემო. ამ საკითხზე საბჭოს სხდომაზე ანგარიშით უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი წარდგება. როგორც თანამომხსენებელი, საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი,  ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

უშიშროების საბჭოს წევრები ასევე განიხილავენ საქართველო-ნატოს თანმშრომლობის, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებისა და ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის საკითხებს. ბოლო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა „ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება — ერთიანი ეროვნული მიდგომა“, რომლის დეტალების შესახებაც უშიშროების საბჭოს მდივანი ისაუბრებს.

საქართველოს უშიშროების საბჭო პრეზიდენტის — ქვეყნის მთავარსარდლის სათათბირო ორგანოა. უწყების საქმიანობის სფეროებია საქართველოს სამხედრო ეროვნული სტრატეგიის საკითხები და თავდაცვის სისტემის ორგანიზება. უშიშროების საბჭოს ასევე ქვეყანაში სამხედრო ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება აქვს.

 

ყველა ახალი ამბავი
0