გაეროს "ადამიანის განვითარების რეიტინგში" საქართველომ 70–ე ადგილი დაიკავა

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები "მშვიდობის ხიდზე" თბილისში
ადამიანები მშვიდობის ხიდზე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
"ადამიანის განვითარების რეიტინგის" შედგენისას გათვალისწინებულია სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობისა და მოსახლეობის განათლების დონის მაჩვენებლები.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. "ადამიანის განვითარების ინდექსის" მიხედვით, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მოხსენების საფუძველზე 2016 წლის შედეგების მიხედვით არის შედგენილი, მსოფლიოს 188 ქვეყანას შორის საქართველომ 70–ე ადგილი დაიკავა.

ადამიანური პოტენციალის განვითარების შესახებ მოხსენების პრეზენტაცია სტოკჰოლმში 21 მარტს გაიმართა, იუწყება გაეროს ახალი ამბების ცენტრის ვებ-გვერდი.

რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია შემდეგი კრიტერიუმები: სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, ქვეყნის მოსახლეობის განათლების დონე, ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური დაცულობის დონე, ჯანდაცვა, დამნაშავეობის დონე, გარემოს დაცვა და სხვა ფაქტორები.

ქართული ღვინისა და კულინარიის ფესტივალი - Sputnik საქართველო
ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა

მოხსენების თანახმად, ადამიანის განვითარების ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა ნორვეგიაში, ავსტრალიაში, შვეიცარიაში, გერმანიასა და დანიაში. აშშ მეათე ადგილზეა. რუსეთი ამ სიის 49–ე, ბელარუსი 52–ე, ყაზახეთი — 56–ე და აზერბაიჯანი — 78–ე ადგილზეა. სომხეთმა და უკრაინამ რეიტინგის 84-ე პოზიცია გაინაწილეს. რეიტინგის ბოლო სტრიქონები დაიკავეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ, ნიგერმა და ჩადმა.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 1990–2015 წლების პერიოდში მსოფლიოს ყველა რეგიონში "ადამიანის განვითარების" საშუალო მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა პლანეტის მოსახლეობის მესამედი ისევ დაშვებული მინიმალური დონის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

ავტორების თქმით, სიღარიბე მხოლოდ განვითარებადი ქვეყნების პრობლემას არ წარმოადგენს — განვითარებული მრეწველობის მქონე სახელმწიფოებში სიღარიბის ზღვარს მიღმა 300 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან მოსახლეობის მოწყვლადი ფენები — ქალები და გოგონები, სოფლის მცხოვრებლები, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მიგრანტები და ლტოლვილები.

ყველა ახალი ამბავი
0