თბილისი, 20 მარტი — Sputnik. კოლუმბიის უნივერსიტეტის "დედამიწის ინსტიტუტმა" რეიტინგი World Happiness Report 2016 შეადგინა, სადაც საქართველომ მსოფლიოს 155 ქვეყანას შორის 125-ე ადგილი დაიკავა.
ამით საქართველო ერთი პოზიციით ზევით აიწია 2015 წლის რეიტინგთან შედარებით, რომელშიც ქვეყანა 126–ე ადგილს იკავებდა.
რაც შეეხება საქართველოს უახლოეს მეზობლებს, რუსეთი 49–ე ადგილზეა, თურქეთი 69–ე, აზერბაიჯანი — 85-ე, ხოლო სომხეთი 121-ე ადგილს იკავებს.
ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ნორვეგიაა, რომელიც რეიტინგის პირველ ადგილზეა. ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეულში ასევე შევიდნენ დანია, ისლანდია, შვეიცარია, ფინეთი, ჰოლანდია, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია და შვედეთი.
ყველაზე უბედური აღმოჩნდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, რომელმაც 155–ე ადგილი დაიკავა, ბურუნდი — 154–ე ადგილზეა, ტანზანია — 153–ე, სირია — 152–ე, რუანდა — 151–ე და ტოგო — 150–ე ადგილს იკავებს.
World Happiness Report 2016–ის რეიტინგის შედგენის დროს გათვალისწინებულია შემდეგი ფაქტორები: მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რთულ სიტუაციებში სოციალური მხარდაჭერა, მთავრობისადმი ნდობა, სამოქალაქო თავისუფლება (ადამიანების მიერ გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლების შეფასება, რომლებიც მათ ცხოვრებას ეხება), მოსახლეობის დიდსულოვნება და სიუხვე, რომელიც ქველმოქმედებაზე შემოწირულობების ოდენობების თვალსაზრისით ფასდება.