თბილისი, 22 მარტი — Sputnik. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აშშ-ში ვიზიტის მსვლელობისას განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობები მოგვარებულია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
"თურქეთმა და რუსეთმა შეძლეს და თავის ურთიერთობებს ახალი სიცოცხლე მისცეს", — განაცხადა ჩავუშოღლუმ ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, მინისტრმა აღინიშნა, რომ თურქეთი "კვლავ მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას".
ჩავუშოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ ანკარას აშშ-თან ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი აქვს. "ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისა და აშშ-თან ურთიერთობების დათბობის იმედი გვაქვს", — განაცხადა მან.
მისი თქმით, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ბოლო თვეებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, ფეთჰულაჰ გიულენთან დაკავშირებით, გაცივდა. გიულენსა და ქურთების თავდაცვის ძალებს (YPG) ანკარა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მონაწილედ მიიჩნევს. მისი თქმით, ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის "ამ ორი საკითხის გადაჭრაა აუცილებელი".
"ვიმედოვნებთ, რომ ახალ ადმინისტრაციასთან უფრო კარგი ურთიერთობები გვექნება", — განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთს ნატოს გამტკიცების საკითხში აშშ-თან თანამშრომლობის იმედი აქვს.