საქართველოსა და თურქეთის პრემიერებმა ვახშამზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

© FB / Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი და ბინალი ილდირიმი
გიორგი კვირიკაშვილი და ბინალი ილდირიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოხატა.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავისი თურქი კოლეგა ბინალი ილდირიმი, რომელიც გუშინ ბათუმს რამდენიმე საათით ეწვია, ვახშამზე მიიწვია, ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოს პერმიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილისა და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეხვედრა - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა და ერდოღანმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს

ვახშამზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა თურქეთ-საქართველოს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მიმდინარე წელს დაგეგმილი მეორე სხდომის მოსამზადებელ სამუშაოებზე. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა უმასპინძლოს მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეორე სხდომას, რომელიც, ამავდროულად, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნება.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ილდირიმმა აღნიშნა, რომ ელოდება გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 25 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ სახელმწიფო მეთაურთა სამიტის ფარგლებში, რომელიც 22 მაისს სტამბულში გაიმართება.

საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0