კვირიკაშვილმა და ერდოღანმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პერმიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილისა და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეხვედრა
საქართველოს პერმიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილისა და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის პრეზიდენტმა ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა სტამბულში გამართულ შეხვედრაზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

გიორგი კვირიკაშვილი და ბინალი ილდირიმი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი თურქ კოლეგას შეხვდა

კვირიკაშვილმა და ერდოღანმა პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების ინტერესი გამოთქვეს.

საუბარი ასევე შეეხო "ევრაზიის გვირაბის" პროექტის მნიშვნელობას, რომლის გახსნის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

5,4 კილომეტრი სიგრძის ევრაზიული გვირაბი ბოსფორის სრუტის ფსკერის ქვეშ სტამბულის აზიურ და ევროპულ ნაწილებს დააკავშირებს. თურქეთის საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, გვირაბის ამოქმედების შემდეგ მეგაპოლისის ორ ნაწილს შორის მანძილი დაახლოებით 15 წუთში დაიფარება.

სხვადასხვა გათვლებით, ახალი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა თურქეთს 1,3 მლრდ აშშ დოლარი დაუჯდა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს „აბრეშუმის გზის“ აღდგენის პროცესში.

© FB / Giorgi Kvirikashviliევრაზიის წყალქვეშა გვირაბი, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს ერთმანეთთან
ევრაზიის წყალქვეშა გვირაბი, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს ერთმანეთთან - Sputnik საქართველო
ევრაზიის წყალქვეშა გვირაბი, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს ერთმანეთთან

კვირიკაშვილმა და ერდოღანმა ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და აღნიშნეს, რომ აუცილებელია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. კვირიკაშვილმა საქართველოს მთავრობის სახელით თურქ ხალხსა და თურქეთის მთავრობას მათ ქვეყანაში ბოლო პერიოდში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა და სოლიდარობა.

საქართველოს დელეგაცია კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით თურქეთში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით გუშინ გაემგზავრა. პრემიერი უკვე შეხვდა თავის თურქ კოლეგას.

საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0