პრეზიდენტმა საქართველოს ჟურნალისტებს დღესასწაული მიულოცა

© Sputnik / Alexander Imedashviliსქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
სქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ჟურნალისტიკის დღე 1993 წლის 21 მარტიდან აღინიშნება.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მასმედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა, ნათქვამია პრეზიდენტის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა ჟურნალისტების საქმიანობის მნიშვნელობას დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების გზაზე.

"დღეს ჟურნალისტების პროფესიული დღეა. მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ რეალურად მეოთხე ხელისუფლება ქართულ პოლიტიკურ რეალობაში და კიდევ ერთხელ, მსურს აღვნიშნო, რომ როგორც მოქალაქე, როგორც პრეზიდენტი და ქვეყნის მეთაური, რომლის ერთერთი მოვალეობაც ამ ქვეყანაში ძალთა ბალანსის უზრუნველყოფაა, ვაღიარებ თქვენს მნიშვნელობას — იმას, რომ თქვენ ხართ მეოთხე ხელისუფლება", — ნათქვამია განცხადებაში.

ეუთოს დროშები ვენაში - Sputnik საქართველო
ეუთო: ქართული მედია უფრო თავისუფალი გახდა

მან აღნიშნა, რომ მუდმივად დაეხმარება ჟურნალისტებს ქვეყნის საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში თავისი როლის გაძლიერებაში.

ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით 1993 წელს დაარსდა. ამ დღის აღნიშვნა ქართულ ენაზე პირველი გაზეთის "საქართველოს გაზეთის" გამოცემას მიეძღვნა. გაზეთის პირველი ნომერი თბილისში 1819 წელს, ძველი სტილით 8 მარტს, ხოლო ახლით 21 მარტს დაიბეჭდა.

ყველა ახალი ამბავი
0