ეუთო: ქართული მედია უფრო თავისუფალი გახდა

© photo : OSCE/Mikhail Evstafievეუთოს დროშები ვენაში
ეუთოს დროშები ვენაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეუთოს წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წერილი მისწერა.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik.  საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სფეროში, რასაც საერთაშორისო საზოგადოებრიობა აღიარებს, ნათქვამია მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის დუნია მიატოვიჩის წერილში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის მიმართ. 

წერილის დეტალებზე ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა ისაუბრა. 

„იგი (მიატოვიჩი — რედ. შენიშვნა) აღნიშნავს, რომ საქართველომ მნიშვნელოვან, ხელშესახებ პროგრესს მიაღწია, რაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ. მას სწამს, რომ საქართველო შეინარჩუნებს ამ შედეგს და მომავალში უზრუნველყოფს მედია-პლურალიზმს“, — თქვა ზალკალიანმა. 

ამასთან მიატოვიჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს მასთან, დასძინა ზალკალიანმა. 

ივლისის დასაწყისში საქართველოში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მე-13 სამხრეთკავკასიური კონფერენცია შედგა, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო მიატოვიჩმა. ორდღიანი ფორუმის მსვლელობისას, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს წარმომადგენლებმა მედია-სფეროში აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: საქართველოში გარანტირებული უნდა იყოს მედიის მრავალფეროვნება

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის 2016 წლის მოხსენების თანახმად,  ევრაზიის რეგიონის ქვეყნებს შორის, საქართველო მედიის თავისუფლების ხარისხით პირველ ადგილზე აღმოჩნდა. საქართველომ ყველა თავის მეზობელს გაასწრო  - თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს, რომელთაც ორგანიზაციამ არათავისუფალი მედიის ქვეყნები უწოდა. 

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მედია თავისუფალია მხოლოდ ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში. ნაწილობრივ თავისუფალია საქართველოში, უკრაინაში და მოლდოვაში, — ნათქვამია მოხსენებაში. 


ყველა ახალი ამბავი
0