ბიძინა ივანიშვილმა Forbes-ის რეიტინგში 367-ე ადგილი დაიკავა

© AFP 2024 / VANO SHLAMOVბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Forbes-ის მიერ საქართველოში ყველაზე მდიდარ ადამიანად დასახელებული ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს ინვესტირებას ქვეყანაში.

.თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველო ექს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც 4,5 მილირდი დოლარის ქონების მფლობელია, ჟურნალ Forbes-ის ვერსიით მილიარდერების მსოფლიო რეიტინგში 367-ე ადგილი დაიკავა.

Forbes-ის მონაცემებით, ივანიშვილი ერთი წლის მანძილზე 0,3 მილიარდით გაღარიბდა და რეიტინგში 298-ე ადგილიდან 367-ე-ზე გადაინაცვლა.

ბიძინა ივანიშვილის მაქსიმალური მაჩვენებელი 143-ე პოზიციაა, 2008 წელს. მაშინ მისი ქონება 6,4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

მაგნოლია გადააქვთ ურეკში - Sputnik საქართველო
მაგნოლია — სკანდალური მოგზაურობა საქართველოში 100 წლის შემდეგ

ქართველი მილიარდერი ფორბსის სიაში პირველად 2006 წელს გამოჩნდა 3,9 მილიარდი დოლარით (173-ე ადგილზე).

ჟურნალის მონაცემებით. ივანიშვილი საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანია. ამასთან, ჟურნალი აღნიშნავს, რომ ივანიშვილი განაგრძობს ინვესტირებას საქართველოში და 160 მილიონი დახარჯა Black See Arena-ს საკონცერტო დარბაზის მოწყობაზე. ასევე 2016 წელს ქვეყანას აჩუქა 110 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების სამი სურათი.

ყველა ახალი ამბავი
0