გოგონა რომელიც ანგელოზებს ხატავს

© Dea Dgebuadzeდეა დგებუაძე
დეა დგებუაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეა დგებუაძე განსხვავებული და ორიგინალური ხატვის მეთოდით ქმნით არაჩვეულებრივ, მინიატურულ ნახატებს. მისი პერსონაჟები ულამაზესი ანგელოზები, ბავშვები და ზღაპრის გმირები არიან.

როგორც დეამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მას ანგელოზების არსებობის სჯერა. ბავშვებიც ხომ ანგელოზებთან არიან გაიგივებულნი, ამიტომ ცდილობს საკუთარი შემოქმედება ბავშვური და გულღია გახადოს.

© Dea Dgebuadzeდეა დგებუაძე
დეა დგებუაძე - Sputnik საქართველო
დეა დგებუაძე

- სანამ თქვენს ულამაზეს ნამუშევრებს გავაცნობთ ჩვენს მკითხველს, მინდა თქვენს შესახებ მოგვიყვეთ რა პროფესიის ხართ? რას საქმიანობთ?

— დავამთავრე ხელოვნების კოლეჯი ფერწერის მიმართულებით, შემდეგ ჩავაბარე უნივერსიტეტში. პრფესიით ვარ დიპლომატი. დავამთავრე ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამა. პარალელურად მეორე კურსიდან ვმუშაობ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად "შარდენ არტ გალერეაში", რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თანამედროვე ქართული სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების პოპულარიზაცია. ხელოვნების ამ სივრცეში მუშაობამ კვლავ გაამძაფრა ჩემში სურვილი დავბრუნებოდი ხატვას.

© Dea Dgebuadze Artდეა დგებუაძის ნაშრომი
დეა დგებუაძის ნაშრომი - Sputnik საქართველო
დეა დგებუაძის ნაშრომი

- რამდენი ხანია რაც ამ ნახატების შექმით ხართ დაკავებული?

— ჩემი ნამუშევრები შესრულებულია მინიატურის ტექნიკით. მინიატურების შექმნა პირველად 2 წლის წინ დავიწყე ჰობის დონეზე, რაც შემდეგ სერიოზულ საქმიანობად იქცა ჩემთვის. მამაჩემი მხატვარი იყო. ალბათ ამან იქონია ჩემზე გავლენა და ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა.

- თვითნასწავლი ხელოვანი ხართ თუ ვინმეს შეგასწავლათ ხატვის ეს მეთოდი?

— ხატვის ეს მეთოდი მე თვითონ შევისწავლე, ანუ ამ შემთხვევაში ვარ თვითნასწავლი.

© Dea Dgebuadze Artდეა დგებუაძის ნახატი
დეა დგებუაძის ნახატი - Sputnik საქართველო
დეა დგებუაძის ნახატი

- თქვენი ნახატის გმირები ძირითადად ანგელოზები და ბავშვები არიან. რატომ აირჩიეთ ისინი? სიმბოლური დატვირთვა ხომ არ აქვთ?

— პირველ რიგში ალბათ იმიტომ, რომ მჯერა ანგელოზების არსებობის. ბავშვებიც ყოველთვის ანგელოზებთან არიან გაიგივებულნი, ვცდილობ ჩემი შემოქმედება ბავშვური და გულღია განწყობის მომტანი იყოს.

- თქვენი ხასიათი მათ სახეებზე ხომ არ აისახება?

— ვთვლი, რომ საკმაოდ პოზიტიური ადამიანი ვარ, ნაწილობრივ ჩემი ხასიათი ჩემს პერსონაჟებშიც აისახება.

© Dea Dgebuadze Artდეა დგებუაძის ნაშრომი
დეა დგებუაძის ნაშრომი - Sputnik საქართველო
დეა დგებუაძის ნაშრომი

- რა მასალებს იყენებთ ამ ნახატების შესაქმნელად?

— ძირითადად გამოყენებულია მუყაო, აკრილი და ფურცლოვანი ოქრო, რომელიც ფართოდ გამოიყენება ხატწერაში.

- რა შეიძლება გახდეს თქვენი შთაგონების წყარო?

— შთაგონების წყარო შეიძლება იყოს მოგზაურობა, საინტერესო ლიტერატურა, ფილმი, კარგი გამოფენა და ყველაფერი ის რაც ემოციებს იწვევს ადამიანში. როცა ადამიანი დადებითი ემოციით იმუხტები, შენც გინდა შემდეგ გასცე ეს ემოცია. მე ამას ჩემი ნამუშევრების საშუალებით ვახერხებ.

© Dea Dgebuadze Artდეა დგებუაძის ნამუშევარი
დეა დგებუაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
დეა დგებუაძის ნამუშევარი

- დაახლოებით რამდენი ნახატი გექნებათ შექმნილი?

— რთულია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ალბათ 1500–მდე მინიატურა მექნება შექმნილი.

- ალბათ თითოეული მათგანი ძალიან ძვირფასია თქვენთვის…

— ჩემთვის ძვირფასია ყველა იმ ახალი პერსონაჟის დაბადება, რომლებიც შემდგომ იმსახურებს საზოგადოების მხრიდან მოწონებას და სიყვარულს.

© Dea Dgebuadze Artდეა დგებუაძის ნამუშევრები
დეა დგებუაძის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
დეა დგებუაძის ნამუშევრები

- როგორც ნახატების მათ რეალიზებას ახდენთ. არ გენანებათ როცა ყიდით ან აჩუქებთ?

— მიხარია, რომ ჩემს შემოქმედებას თაყვანისმცემლები ჰყავს. სოციალურ ქსელში ხშირად მწერენ ძალიან თბილ წერილებს, რაც ჩემთვის დიდი სტიმულია. საქართველოში ვთანამშრომლობ რამოდენიმე გალერეასთან და ამავდროულად მაქვს შექმნილი პერსონალური გვერდი სოციალურ ქსელში, სადაც ძირითადად ინდივიდუალურ შეკვეთებზე ვმუშაობ.

ჩემთვის ნამუშევრების გასხვისება უფრო მეტ სიხარულთან არის დაკავშირებული, ვიდრე სინანულთან, ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემი ნამუშევრები ჩემი ახლობლების, თუ უცხო ადამიანების კედლებზე იკავებს გარკვეულ ადგილს.

© Dea Dgebuadze Artდეა დგებუაძის ნაშრომი
დეა დგებუაძის ნაშრომი - Sputnik საქართველო
დეა დგებუაძის ნაშრომი

- ალბათ გამოფენებში ხშირად იღებთ მონაწილეობას…

— გამოფენებში ბავშვობიდან ვიღებ მონაწილეობას. სადებიუტო გამოფენა მქონდა ხელოვნების კოლეჯში, სადაც მოვიპოვე პირველი ადგილი, განსაკუთრებით მაგონდება დედის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც გავხდი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პრიზიორი. ეს დიდი სტიმულის მომცემი იყო ჩემთვის. ბოლო პერიოდში აქტიურად ვმონაწილეობ არაერთ ჯგუფურ გამოფენებში, გალერეა შარდენი, ამერიკის საელჩო, არტ გალერეა ვაკე, არტ გალერეა დაჩა და ა.შ. ასევე ვგეგმავ პერსონალურ გამოფენას.

- პერსონალური გამოფენა ახსენეთ, მომავალ გეგმებზეც გვესაუბრეთ…

— გარდა იმისა, რომ ვაპირებ პერსონალურ გამოფენას, სამომავლოდ ვგეგმავ ახალ სერიაზე მუშაობას, რომელიც თემატურად სრულიად განსხვავებული იქნება ახლანდელი ნამუშევრებისგან. აგრეთვე დაინტერესებული ვარ საბავშვრო ზღაპრების ილუსტრირებით და რაც მთავარია, ვაპირებ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას სამაგისტრო პროგრამაზე არტის მიმართულებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0