თბილისში ორსულ ქალს გულზე უნიკალური ოპერაცია ჩაუტარდა

გამოწერა
ქალს, რომელსაც აორტის ანევრიზმა ჰქონდა, თავდაპირველად საკეისრო კვეთა, ხოლო შემდეგ გულზე ოპერაცია ჩაუტარდა.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ქართველმა ექიმებმა 16 მარტს თბილისში გულის უნიკალური ოპერაცია გაუკეთეს პაციენტს, რომელიც რვა თვის ორსული იყო.

ქალმა ექიმს ჟანგბადის უკმარისობისა და გულის არეში ტკივილის ჩივილებით მიმართა. ექიმებმა დიაგნოზი სწრაფად დასვეს — აორტის ანევრიზმა. საათნახევარში ექიმების გუნდი, რომელიც მეან-გინეკოლოგებისა და კარდიოქირურგებისგან შედგებოდა, კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის საქართველო-ისრაელის ცენტრში "ჰელსიკორი" ოპერაციას შეუდგა.

წვეთოვანი - Sputnik საქართველო
ძვლის ტვინის გადანერგვის პირველი ოპერაცია საქართველოში წარმატებით ჩატარდა

"პირველად საქართველოში — უნიკალური შემთხვევა ქართულ სამედიცინო ისტორიაში! "ღუდუშაურის" კლინიკის მეან-გინეკოლოგებმა ოპერატიულად და წარმატებით დაასრულეს საკეისრო კვეთის ოპერაცია, უმოკლეს დროში მოხდა ბავშვის უვნებლად ამოყვანა, რის შემდეგაც საქმეში "ჰელსიკორის" კარდიოქირურგები ჩაერთნენ. პაციენტს ურთულესი კარდიოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც 11 საათს გრძელდებოდა", — ნათქვამია სამედიცინო ცენტრის განცხადებაში.

როგორც ცენტრში აცხადებენ, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და დედაცა და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ.

ყველა ახალი ამბავი
0