ხეების გადატანა გრძელდება – ჩაქვთან ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliხედი ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან
ხედი ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
გვიან ღამით ბუკნარიდან ჩაქვის მიმართულებით ასწლოვანი ტიტა გადაჰქონდათ. ტრანსპორტირების დროს დაზიანდა კონტეინერი, გარდა ამისა ხის გადატანის შედეგად ციხისძირთან წაიქცა ევკალიპტის ასწლოვანი ხე.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. წუხელ, გვიან ღამით გარკვეული პერიოდის მანძილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებული იყო ჩაქვთან. ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანა გახდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
ჩაქვში მოსახლეობა დენდროლოგიური პარკისთვის ხეების ამოღება–გადატანას აპროტესტებს

წუხელ ასწლოვანი ტიტას ხე ბუკნარიდან ჩაქვის მიმართულებით გადაჰქონდათ. ტრანსპორტირების დროს დაზიანდა კონტეინერი და ამჟამად მისი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ხის გადატანის პროცესში ციხისძირთან ევკალიპტის ასწლოვანი ხე წაიქცა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ტრანსპორტირებისას ტიტას ხე გამოედო ევკალიპტის ხეს, რომელსაც ძირი მოერყა და წაიქცა.

ბათუმი-ქობულეთის გზის ბუკნარის მონაკვეთზე კიდევ რამდენიმე ახლად მოჭრილი ხე დააფიქსირეს. ციხისძირის გამგებლის განცხადებით, ეს ფაქტი ტიტას ტრანსპორტირებას არ უკავშირდება და ხეები დიდთოვლობის გამო მოჭრეს.

ყველა ახალი ამბავი
0