ჩაქვში მოსახლეობა დენდროლოგიური პარკისთვის ხეების ამოღება–გადატანას აპროტესტებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსახლეობის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეების ამოღება–გადატანის გამო ქუჩა გადაკეტილია, მათ კი გადაადგილების დროს პრობლემები ექმნებათ.

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვში მოსახლეობა ნინოშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებს, იუწყება აჭარის ტელევიზია. 

მოსახლეობის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეების ამოღება–გადატანის გამო ქუჩა უკვე დიდი ხანია გადაკეტილია, რაც მათ სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მოსახლეობას შემოვლითი გზით უწევს გადაადგილება.

მაგნოლია გადააქვთ ურეკში - Sputnik საქართველო
მაგნოლია — სკანდალური მოგზაურობა საქართველოში 100 წლის შემდეგ

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბონდო თედორაძემ, განაცხადა ხეების გადატანისთვის ნაპირსამაგრი ჯებირის დემონტაჟიც განხორციელდა. სამუშაოებს  კომპანია „ზიმო-7“ ახორციელებს, რომელსაც შესაბამისი ნებართვები არ აქვს. 

როგორც გაირკვა, ტერიტორიის ნაწილი კერძოა, ნაწილი კი აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. აჭარის ეკონომიკის სამინისტროში ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობენ.

კომპანია „ზიმო 7“-ში კი ბრალდება უარყვეს და აცხადებენ, რომ შესაბამისი ნებართვა მიღებული აქვთ. რაც შეეხება ჯებირს, მათი განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მას სრულად აღადგენენ.

ყველა ახალი ამბავი
0