პოტაპი: ნინი სასწაული ხმის მქონე საოცრად საინტერესო გოგონაა

© FB / Голос країни (Voice of the Country)უკრაინაში ვოკალური პროექტის "ქვეყნის ხმის" მონაწილე, ქართველი ნინი ცნობილაძე
უკრაინაში ვოკალური პროექტის ქვეყნის ხმის მონაწილე, ქართველი ნინი ცნობილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკოსმა და პროდიუსერმა პოტაპმა ქართველ მომღერალ ნინი ცნობილაძეს სასწაული ხმის მქონე საოცრად საინტერესო გოგონა უწოდა.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. უკრაინის ვოკალური პროექტის "უკრაინის ხმის" მეშვიდე სეზონის მონაწილემ, ქართველმა მომღერალმა ნინი ცნობილაძემ მორიგ ტურში გაიმარჯვა — პროექტის "ბრძოლებში" გოგონამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

თავის გუნდელთან და მეტოქესთან ელვირა პონომარიოვასთან ერთად ნინიმ ამერიკელი მომღერლის LP-ს (Laura Pergolizzi) ჰიტი Lost on you შეასრულა. ნინი ლიდერობდა როგორც ვოკალური ოსტატობის, ისე კომპოზიციის გადმოცემით კუთხით. ქართველის შესრულებისას პოტაპი აღფრთოვანებული ყვიროდა "ყოჩაღ" და "რას აკეთებს!"

"ნინი, გაღმერთებ. დღეს ყველაზე კარგად, ყველაზე დამაჯერებლად, ყველაზე თავისუფლად იმღერეთ. რა სიმღერაც არ უნდა იმღეროთ, ნინი, სასწაულია!" — ასე შეაფასა ქართველი შემსრულებლის გამოსვლა ჯამალამ.

ორ მოწაფეს შორის არჩევნის გაკეთებისას პოტაპმა თქვა, რომ პროექტში მუშაობის გაგრძელება ნინისთან სურს, ელვირას კი როგორც პროდიუსერი დაეხმარება, მაგრამ პროექტს გარეთ.

პოტაპმა ტურის გამარჯვებულს მიმართა, მისი ტემპერამენტი და ხმის სილამაზე აღნიშნა და მასთან ერთად ალბომის ჩაწერაზე დათანხმდა.

"ნინი, ვინც არ გიცნობს, იფიქრებს, თითქოს შენ არ გადარდებს ის, რაც ხდება. თითქოსდა უბრალოდ გამოხვედი სცენაზე და იმღერე. მაგრამ ეს მხოლოდ ასე ჩანს. შენ ისეთი ტემპერამენტი გაქვს, შენ ისეთი გოგო ხარ… შენ საოცრად საინტერესო გოგო ხარ და სასწაული ხმა გაქვს. არაფერი შეცვალო შენში. მზად ვარ შენთან ერთად ჩავწერო ალბომი", — აღნიშნა პოტაპმა.

სალომე კორკოტაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი მომღერალი ამერიკული მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული გახდა

ნინი მუსიკალურ ოჯახში დაიბადა – დედა მუსიკოსი მანანა ურუშაძეა, მამა — რამაზ ცნობილაძე, "სუხიშვილების" ყოფილი მოცეკვავე. ნინი არის რუსული ბოშური რომანსის ჟანრის ერთ–ერთი შესანიშნავი წარმომადგენლის თამარ წერეთლის შვილთაშვილი. თავად ნინი სამი წლიდან მღერის. საქართველოში ბევრ ვოკალურ და გასართობ პროექტში მონაწილეობდა: "ახალი ხმა", "საქართველოს ხმა", "ორი ვარსკვლავი", "ცეკვავენ ვარსკვლავები" და სხვ.

"ქვეყნის ხმა" (Голос Країни) — ტელეარხ "1+1"-ის უკრაინული ვოკალური სატელევიზიო შოუ, ორიგინალური ფორმატის The Voice of Holland-ის ადაპტაციაა, რომელიც ჰოლანდიურ ტელევიზიის ეთერში პირველად 2010 წელს გამოჩნდა. უკრაინული შოუს ჟიურის წევრები არიან მომღერალი ტინა კაროლი, შარშანდელი "ევროვიზიის" გამარჯვებული ჯამალა, მუსიკოსი და პროდიუსერი პოტაპი და მუსიკოსი, მსახიობი და ჯგუფ "5"nizza–ს წევრი სერგეი ბაბკინი.

ყველა ახალი ამბავი
0