თბილისი, 20 მარტი — Sputnik. თბილისის მერიის პრეს–სამსახურში უარყვეს ინფორმაცია მას შესახებ, რომ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და ავარიაში მოჰყვა.
მანამდე მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 19 მარტს ნარმანია თბილისის გარეუბანში მდებარე ერთ–ერთ რესტორანში იმყოფებოდა. საღამოს 11 საათზე იგი თითქოსდა გამოვიდა რესტორნიდან და ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდა.
მასმედიის მტკიცებით, ნარმანია ორ ავტომობილს შეეჯახა, მაგრამ მანქანა არ გაუჩერებია. მალევე ინციდენტის ადგილას გამოცხადდა პატრული და დაზარალებული მძღოლები თითქოსდა საავარიო სიტუაციის შექმნისთვის დააჯარიმა.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა. გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები ავტომობილი არ წარმოადგენს არც თბილისის მერიის, არც პირადად დავით ნარმანიას საკუთრებას", — ნათქვამია განცხადებაში.
მსგავსი სახის ინფორმაცია მიზნად ისახავს დავით ნარმანიას და თბილისის მერიის დისკრედიტაციას, აღნიშნულია განცხადებაში.