ოპოზიცია დავით ნარმანიას გაჩეხილ ხეებზე პასუხს სთხოვს

© courtesy of David Narmaniaდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკრებულოს 13 წევრი ქალაქის თავისგან ხეების უკანონო გაჩეხვის თაობაზე ანგარიშის ჩაბარებას მოითხოვს.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ქალაქის მერის დავით ნარმანიასგან პასუხს ელიან შეკითხვებზე, რომლებიც დედაქალაქში ხეების უკანონო გაჩეხვას უკავშირდება.

მოჭრილი ხეები ყაზბეგის გამზირზე - Sputnik საქართველო
თბილისში ხეების მოჭრაზე მორატორიუმი გამოცხადდა

„თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ათეულობით ხის გაჩეხვის ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილისის მერიაში გვაქვს ბევრი სისტემური ხარვეზი, რაზეც თბილისის მერი და მერიის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას არ იღებს. ამიტომ, ჩვენ კოლეგებთან ერთად, საკრებულოში ვიბარებთ ხუთშაბათს თბილისის მერს, რომელსაც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოუწევს პასუხი გასცეს ამ და სხვა შეკითხვებს, რომლებიც მოქალაქეებს აწუხებთ“, — განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი აბესაძემ ბრიფინგზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების გარდა ბრიფინგს ესწრებოდნენ „რესპუბლიკელებისა“ და „გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენლები და ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

ბრიფინგზე ხელი მოეწერა განცხადებას, რომლითაც საკრებულოს წევრები დავით ნარმანიას 25 აგვისტოს რიგგარეშე ანგარიშის ჩასაბარებლად საკრებულოში იბარებენ. ერთობლივ განცხადებას ხელი საკრებულოს 13-მა დეპუტატმა მოაწერა. ეს რაოდენობა თბილისის მერს იურიდიულად ავალდებულებს საკრებულოში მისვლას.

ყველა ახალი ამბავი
0