საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუმინეთთან მატჩი წააგო

გამოწერა
რუმინეთის ნაკრებმა 8:7 მოიგო და 2010 წლიდან პირველად საქართველოს ნაკრებს მოუგო.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებთან მატჩი 7:8 წააგო.

მატჩის დაწყების წინ, სატურნირო ცხრილში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ რუმინელებს, ტურნირში გამარჯვებისათვის საქართველოს ნაკრებისათვის უნდა მოეგო, სტუმრებისათვის, კი ფრეც საკმარისი იყო. 

საქართველოს ნაკრებისათვის ეს მატჩი განსაკუთრებული იყო იმი გამოც, რომ ეს მათთვის მე-200 საერთაშორისო შეხვედრა იყო. 

გიორგი კვირიკაშვილი რაგბის მოედანზე - Sputnik საქართველო
რაგბი ქართველების ხასიათშია

მასპინძლებმა ძალზე აქტიურად დაიწყეს მატჩი და პირველი მცდელობა უკვე მესამე წუთზე შედგა. მისი ავტორი კატალინ ფერკუ გახდა. 

მილტონ ჰეიგის გუნდმა წინ გასვლა მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს შეძლო. მცდელობა მერაბ შარიქაძის ანგარიშზეა, ხოლო რეალიზაცია ტრადიციულად მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა. 

შესვენებაზე გუნდები გავიდნენ ანგარიშით 7:5 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. 

შესვენების შემდეგ გუნდები არ ცდილობდნენ მოვლენები ფორსირებას და ძირითადი ბრძოლა მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. 

52-ე წუთზე რუმინელებმა საჯარომო დაიმსახურეს და მისი წარმატებით რეალიზება ფლორიან ვლაცუმ მოახერხა.  

როგორც შემდეგ გაირკვა. ეს იყო ერთადერთი აქტიური ქმედება შეხვედრის მეორე 40 წუთში. სტუმრებს კიდევ ორი შესაძლებლობა ჰქონდათ გამარჯვების, მაგრამ კვირიკაშვილმა ვერ მოახერხა ვერც ერთი საჯარიმო დარტყმის გატანა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0