აშშ-ის ხელისუფლებამ მექსიკასთან სასაზღვრო კედლის პროექტზე კონკურსი გამოაცხადა

ღობე მექსიკისა და აშშ-ის საზღვარზე
ღობე მექსიკისა და აშშ-ის საზღვარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იდეალურად მიიჩნევა 30 ფუტი სიმაღლის (9 მეტრზე ოდნავ მაღალი) "შთამბეჭდავი" კედელი, რომელიც აშშ-ის მხრიდან "სასიამოვნო ფერში" შეიღებება.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. აშშ-ის სასაზღვრო-საბაჟო სამსახურმა საკუთარ ვებგვერდზე იმ კერძო მენარდეებისთვის, რომლებსაც მექსიკასთან საზღვრის გასწვრივ კედლის აშენებაში მონაწილეობა სურთ, საკონკურსო დოკუმენტაცია განათავსა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

"18 ფუტზე (5,5 მეტრი) ნაკლები სიმაღლის პროექტები მიუღებელია", — ნათქვამია დოკუმენტაციაში.

სასაზღვრო-საბაჟო სამსახურის ვებგვერდის ინფორმაციით, იდეალურად მიიჩნევა 30 ფუტი სიმაღლის (9 მეტრზე ოდნავ მაღალი) "შთამბეჭდავი" კედელი, რომელიც აშშ-ის მხრიდან "სასიამოვნო ფერში" შეიღებება.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
მექსიკა ტრამპის კედლისთვის საფასურის გადახდას არ აპირებს

კედლის სიმტკიცე ისეთი უნდა იყოს, რომ 12 დიუიმზე (30,5 სმ) ფართო ხვრელის გახვრეტას ერთი საათი მაინც დასჭირდეს.

გარდა ამისა კედელმა უნდა გაუძლოს უროს, წერაქვის, ავტომობილის დომკრატისა და ხელის ავტოგენის ზემოქმედებას.

კედლის პარამეტრები არ უნდა იძლეოდეს მასზე გადაძრომის ან მის ქვეშ თხრილის გაკეთების საშუალებას.

შეგახსენებთ: აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკასთან საზღვრის გაყოლებაზე კედლის აშენების პირობა დადო, რათა არალეგალური მიგრაცია შეაჩეროს.

მიმდინარე წელს აშშ 1,5 მლრდ დოლარის გამოყოფას აპირებს კედლის ასაშენებლად.

ყველა ახალი ამბავი
0