თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით პოლიციამ 28 წლის გ. ფ. დააკავა, ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახური იტყობინება.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 148 აბი და მეტადონის შემცველი 22 აბი ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 20 წლით ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.