თბილისის ავტომუზეუმი: ყველაზე საინტერესო ექსპონატები

გამოწერა

თბილისში უკვე რამდენიმე წელია კერძო ავტომუზეუმი ფუნქციონირებს. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოლენტაში მუზეუმის საუკეთესო ექსპონატების სურათები.

თბილისის ავტომუზეუმი ავტომობილების კოლექსიონერმა, ბიზნესმენმა გიორგი მამულაშვილმა დააარსა. დაახლოებით 30 წლის წინ მას ხელში ჩაუვარდა ძველი, დაჟანგებული "მოსკვიჩი", რომელიც კოლექციონერმა ორიგინალი დეტალებით, ფაქტიურად ნულიდან აღადგინა. მას ეს იდეა იმდენად მოეწონა, რომ განაგრძო ძველი გამოუსადეგარი მანქანების ძიება მთელი საქართველოს მასშტაბით და მათი აღდგენა.

დღეისათვის გიორგი მამულაშვილის კოლექციაში ათობით ექსპონატია წარმოდგენილი. კოლექციონერმა საბჭოური მანქანების შეგროვება გადაწყვიტა იმიტომ, რომ მათი დეტალები გაცილებით მარტივი საშოვნელი და იაფია, ვიდრე სდასავლური ავტომობილების. ბიზნესმენი ავტომუზეუმის გაფართოვებას აპირებს. მას აქვს რამდენიმე "საოცნებო მანქანა", რომლებიც სურს რომ საკუთარ კოლექციას შემატოს, თუმცა ის ავტომობილები ძირითადად რუსეთის ტერიტორიაზე მოიპოვება, საქართველოში კი — არა.

თბილისის ავტომუზეუმს რეგულარულად სტუმრობენ ტურისტების ჯგუფები, მაგრამ არც ისე ხშირად, რამდენადაც ეს მის მფლობელს სურს. გიორგი მამულაშვილს დიდი გეგმებ აქვს მუზეუმის გაფართოებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად ეყოლება სტუმრები მუზეუმს და რამდენად პოპულარული იქნება ის.

© Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილები ГАЗ-24 "Волга" და ГАЗ-13 "Чайка" თბილისის კერძო ავტომუზეუმში
თბილისის ავტომუზეუმის ექსპონატები - Sputnik საქართველო
1/17
ავტომობილები ГАЗ-24 "Волга" და ГАЗ-13 "Чайка" თბილისის კერძო ავტომუზეუმში
© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ავტომუზეუმში შეხვდებით მაღალჩინოსნებისთვის განკუთვნილ საბჭოთა ლიმუზინს ЗИЛ-115, რომლითაც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი კონსტანტინ ჩერნენკო სარგებლობდა
თბილისის ავტომუზეუმში შეხვდებით მაღალჩინოსნებისთვის განკუთვნილ საბჭოთა ლიმუზინს ЗИЛ-115, რომლითაც ჩერნენკო სარგებლობდა - Sputnik საქართველო
2/17
თბილისის ავტომუზეუმში შეხვდებით მაღალჩინოსნებისთვის განკუთვნილ საბჭოთა ლიმუზინს ЗИЛ-115, რომლითაც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი კონსტანტინ ჩერნენკო სარგებლობდა
© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ავტომუზეუმის ცენტრალური შენობა, სადაც სსრკ-ის დროინდელი ავტომობილების ძირითადი პავილიონი განთავსებული. მუზეუმის ხელმძღვანელობა აპირებს ააშენოს მეორე პავილიონი, ვინაიდან მათი ახალი ექსპონატები მთავარ შენობაში არ ეტევა
თბილისის ავტომუზეუმი - Sputnik საქართველო
3/17
თბილისის ავტომუზეუმის ცენტრალური შენობა, სადაც სსრკ-ის დროინდელი ავტომობილების ძირითადი პავილიონი განთავსებული. მუზეუმის ხელმძღვანელობა აპირებს ააშენოს მეორე პავილიონი, ვინაიდან მათი ახალი ექსპონატები მთავარ შენობაში არ ეტევა
© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიავტომობილი Mercedes-Benz 280 SE (მარცხნივ) და Mercedes-Benz W136 რესტავრაციის დროს. რადგან მუზუმის ძირითად პავილიონში საბჭოური ავტომობილებია წარმოდგენილი, დასავლური წარმოების მანქანების განთავსება იგეგმება ახალ პავილიონში, რომლის აშენებაც იგეგმება
ავტომობილი Mercedes-Benz 280 SE (მარცხნივ) და Mercedes-Benz W136 რესტავრაციის დროს - Sputnik საქართველო
4/17
ავტომობილი Mercedes-Benz 280 SE (მარცხნივ) და Mercedes-Benz W136 რესტავრაციის დროს. რადგან მუზუმის ძირითად პავილიონში საბჭოური ავტომობილებია წარმოდგენილი, დასავლური წარმოების მანქანების განთავსება იგეგმება ახალ პავილიონში, რომლის აშენებაც იგეგმება
© Sputnik / Alexander Imedashviliმძღოლის ადგილი ლიმუზინში ЗИЛ-115, რომლითაც ჩერნენკო გადაადგილდებოდა. მანქანა აღჭურვილი იყო 3 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, კონდიციონერითა და მინის ამწევი მექანიზმებით. მძღოლის ადგილი მოუხერხებელი იყო - სავარძელი არ რეგულირდებოდა, რათა მგზავრებისათვის სალონში შეძლებისდაგვარად მეტი სივრცე ყოფილიყო. ასეთი მანქანის მძღოლის სიმაღლე არ უნდა ყოფილიყო 165 სანტიმეტრზე მეტი.
მძღოლის ადგილი ლიმუზინში ЗИЛ-115, რომლითაც ჩერნენკო გადაადგილდებოდა - Sputnik საქართველო
5/17
მძღოლის ადგილი ლიმუზინში ЗИЛ-115, რომლითაც ჩერნენკო გადაადგილდებოდა. მანქანა აღჭურვილი იყო 3 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, კონდიციონერითა და მინის ამწევი მექანიზმებით. მძღოლის ადგილი მოუხერხებელი იყო - სავარძელი არ რეგულირდებოდა, რათა მგზავრებისათვის სალონში შეძლებისდაგვარად მეტი სივრცე ყოფილიყო. ასეთი მანქანის მძღოლის სიმაღლე არ უნდა ყოფილიყო 165 სანტიმეტრზე მეტი.
© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ავტომუზეუმის დამაარსებელი, კოლექციონერი გიორგი მამულაშვილი ავტომობილთან ГАЗ-12. ფოტოზე: კოლექციონერი გვიჩვენებს, თუ როგორი იყო ეს ავტომობილი აღდგენამდე.
თბილისის ავტომუზეუმის დამფუძნებელი, კოლექციონერი გიორგი მამულაშვილი გვიჩვენებს ერთ-ერთი ავტომობილის ფოტოს, რომელიც მან ნულიდან აღადგინა - Sputnik საქართველო
6/17
თბილისის ავტომუზეუმის დამაარსებელი, კოლექციონერი გიორგი მამულაშვილი ავტომობილთან ГАЗ-12. ფოტოზე: კოლექციონერი გვიჩვენებს, თუ როგორი იყო ეს ავტომობილი აღდგენამდე.
© Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილი ЗАЗ-965A თბილისის ავტომუზეუმში
ავტომობილი ЗАЗ-965A თბილისის ავტომუზეუმში - Sputnik საქართველო
7/17
ავტომობილი ЗАЗ-965A თბილისის ავტომუზეუმში
© Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილი ГАЗ-13 "Чайка" თბილისის ავტომუზეუმში
ავტომობილი ГАЗ-13 Чайка თბილისის ავტომუზეუმში - Sputnik საქართველო
8/17
ავტომობილი ГАЗ-13 "Чайка" თბილისის ავტომუზეუმში
© Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილი ГАЗ - М-1 რესტავრაციის დროს
ავტომობილი ГАЗ - М-1 რესტავრაციის დროს - Sputnik საქართველო
9/17
ავტომობილი ГАЗ - М-1 რესტავრაციის დროს
© Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილი Москвич-402, თბილისის ავტომუზეუმში. სწორედ ამ მანქანის აღდგენის შემდეგ გაუჩნდა გიორგი მამულაშვილს ავტომუზეუმის დაარსების იდეა
ავტომობილი Москвич-402, თბილისის ავტომუზეუმში. სწორედ ამ მანქანის აღდგენის შემდეგ გაუჩნდა გიორგი მამულაშვილს ავტომუზეუმის დაარსების იდეა - Sputnik საქართველო
10/17
ავტომობილი Москвич-402, თბილისის ავტომუზეუმში. სწორედ ამ მანქანის აღდგენის შემდეგ გაუჩნდა გიორგი მამულაშვილს ავტომუზეუმის დაარსების იდეა
© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის კერძო ავტომუზეუმის პავილიონში წარმოდგენილი ავტომობილები. მუზეუმის ტერიტორიაზე ასევე არის სრემონტო ბოქსები, მანქანების დროებითი სადგომი, რომლებიც მთავარ დარბაზში ვერ დაატიეს და სტუმრების მანქანებისათვის განკუთვნილი პარკინგი
თბილისის კერძო ავტომუზეუმის პავილიონში წარმოდგენილი ავტომობილები. მუზეუმის ტერიტორიაზე ასევე არის სრემონტო ბოქსები, მანქანების დროებითი სადგომი, რომლებიც მთავარ დარბაზში ვერ დაატიეს და სტუმრების მანქანებისათვის განკუთვნილი პარკინგი - Sputnik საქართველო
11/17
თბილისის კერძო ავტომუზეუმის პავილიონში წარმოდგენილი ავტომობილები. მუზეუმის ტერიტორიაზე ასევე არის სრემონტო ბოქსები, მანქანების დროებითი სადგომი, რომლებიც მთავარ დარბაზში ვერ დაატიეს და სტუმრების მანქანებისათვის განკუთვნილი პარკინგი
© Sputnik / Alexander Imedashviliმოტოციკლები Иж-56 და Иж-56 გვერდითი მისაბმელით თბილისის ავტომუზეუმში
საბჭოური წარმოების მოტოციკლები თბილისის ავტომუზეუმში - Sputnik საქართველო
12/17
მოტოციკლები Иж-56 და Иж-56 გვერდითი მისაბმელით თბილისის ავტომუზეუმში
© Sputnik / Alexander Imedashviliპირველი საბჭოური "პიკაპი" სარემონტო ბოქსში რესტავრაციის დროს
ერთ-ერთი ყველაზე რარიტეტული ავტომობილი თბილისის ავტომუზეუმის სარემონტო ბოქსში - Sputnik საქართველო
13/17
პირველი საბჭოური "პიკაპი" სარემონტო ბოქსში რესტავრაციის დროს
© Sputnik / Alexander Imedashviliლიმუზინის ЗИЛ-115 სალონი, რომლითაც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი კონსტანტინ ჩერნენკო სარგებლობდა
ლიმუზინის ЗИЛ-115 სალონი, რომლითაც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი კონსტანტინ ჩერნენკო სარგებლობდა - Sputnik საქართველო
14/17
ლიმუზინის ЗИЛ-115 სალონი, რომლითაც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი კონსტანტინ ჩერნენკო სარგებლობდა
© Sputnik / Alexander Imedashviliსსრკ წარსულში იყო ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც კაბრიოლეტები სედანებზე იაფი ღირდა, ვინაიდან მათზე ნაკლები ლითონი იხარჯებოდა
სსრკ წარსულში იყო ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც კაბრიოლეტები სედანებზე იაფი ღირდა, ვინაიდან მათზე ნაკლები ლითონი იხარჯებოდა - Sputnik საქართველო
15/17
სსრკ წარსულში იყო ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც კაბრიოლეტები სედანებზე იაფი ღირდა, ვინაიდან მათზე ნაკლები ლითონი იხარჯებოდა
© Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილები Москвич-412, თბილისის კერძ ავტომუზეუმში. ექსპონატებს შორის არის მილიციისა და სახანძრო სამსახურის მანქანები. რაც უმთავრესია - თბილისის ავტომუზეუმში ყველა მანქანა გაამრთულია
ავტომობილები Москвич-412, თბილისის კერძ ავტომუზეუმში. ექსპონატებს შორის არის მილიციისა და სახანძრო სამსახურის მანქანები. რაც უმთავრესია - თბილისის ავტომუზეუმში ყველა მანქანა გაამრთულია - Sputnik საქართველო
16/17
ავტომობილები Москвич-412, თბილისის კერძ ავტომუზეუმში. ექსპონატებს შორის არის მილიციისა და სახანძრო სამსახურის მანქანები. რაც უმთავრესია - თბილისის ავტომუზეუმში ყველა მანქანა გაამრთულია
© Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილები ЗАЗ -968 (წინა პლანზე) თბილისის ავტომუზეუმში
ავტომობილები ЗАЗ -968 (წინა პლანზე) თბილისის ავტომუზეუმში - Sputnik საქართველო
17/17
ავტომობილები ЗАЗ -968 (წინა პლანზე) თბილისის ავტომუზეუმში
ყველა ახალი ამბავი
0