თბილისში უკვე რამდენიმე წელია კერძო ავტომუზეუმი ფუნქციონირებს. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოლენტაში მუზეუმის საუკეთესო ექსპონატების სურათები.
თბილისის ავტომუზეუმი ავტომობილების კოლექსიონერმა, ბიზნესმენმა გიორგი მამულაშვილმა დააარსა. დაახლოებით 30 წლის წინ მას ხელში ჩაუვარდა ძველი, დაჟანგებული "მოსკვიჩი", რომელიც კოლექციონერმა ორიგინალი დეტალებით, ფაქტიურად ნულიდან აღადგინა. მას ეს იდეა იმდენად მოეწონა, რომ განაგრძო ძველი გამოუსადეგარი მანქანების ძიება მთელი საქართველოს მასშტაბით და მათი აღდგენა.
დღეისათვის გიორგი მამულაშვილის კოლექციაში ათობით ექსპონატია წარმოდგენილი. კოლექციონერმა საბჭოური მანქანების შეგროვება გადაწყვიტა იმიტომ, რომ მათი დეტალები გაცილებით მარტივი საშოვნელი და იაფია, ვიდრე სდასავლური ავტომობილების. ბიზნესმენი ავტომუზეუმის გაფართოვებას აპირებს. მას აქვს რამდენიმე "საოცნებო მანქანა", რომლებიც სურს რომ საკუთარ კოლექციას შემატოს, თუმცა ის ავტომობილები ძირითადად რუსეთის ტერიტორიაზე მოიპოვება, საქართველოში კი — არა.
თბილისის ავტომუზეუმს რეგულარულად სტუმრობენ ტურისტების ჯგუფები, მაგრამ არც ისე ხშირად, რამდენადაც ეს მის მფლობელს სურს. გიორგი მამულაშვილს დიდი გეგმებ აქვს მუზეუმის გაფართოებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად ეყოლება სტუმრები მუზეუმს და რამდენად პოპულარული იქნება ის.