საქართველოს ნაკრები "კვნ"-ის უმაღლესი ლიგის 1/4 ფინალში გავიდა

© vk / Международный союз КВНსაქართველოს ნაკრებ კვნ-ზე
საქართველოს ნაკრებ კვნ-ზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
"კვნ"-ის უმაღლესი ლიგის ჟიურის საქართველოს ნაკრების გამოსვლა მოეწონა.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik.თბილისის გუნდი "საქართველოს ნაკრები" წარმატებით გამოვიდა და მეოთხედ ფინალში გავიდა კვნ 2017-ის უმაღლესი ლიგის მეოთხე თამაშში, რომელიც მოსკოვში ჩატარდა.

ქართველი "კავეენშიკების" ხუმრობები ნატოს, ბალეტისა და მისი ქართველი წარმოშობის არტისტის, ნიკოლოზ ცისკარიძის, ასევე ქართველებზე ნაკლებად ცნობილ ფაქტებს მოიცავდა, ტრადიციულად წარმოდგენილი მუსიკალურ-ვოკალური კომპონენტის თანხლებით.

მერვედ ფინალში ქართველებთან ერთად გამოვიდა "მეგა" (მოსკოვი), "ნაპოლეონ დინამიტი"(ტიუმენის ოლქი), "რადიო თავისუფლება" (იაროსლავი) და "რაისები"(ირკუსტკი). თამაშის შედეგების მიხედვით 1/4 ფინალში შემდეგი გუნდები გავიდნენ: "საქართველოს ნაკრები", "რადიო თავისუფლება" და "რაისი". ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: კონსტანტინე ერნსტი, კონსტანტინე ლავრონენკო, ვალდის პელში, მიხეილ გალუსტიანი და იული გუსმანი.

ამიკო ჩოხარაძე - Sputnik საქართველო
ამიკო ჩოხარაძის უცნობი გატაცება, ქართველები „კვნ“-ზე და ატირებული თაყვანისმცემელი

1/4 ფინალში ასევე ითამაშებენ შემდეგი გუნდები: "სპარტა" (ასტანა), "მიმღები" (ტამბოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი), კალინინგრადის ოლქის ნაკრები "რუსული გზა", " ვიმეგობრებთ ოჯახებით" (რუსეთის საკავშირო ცენტრის ნაკრები) ბაიკალის მხარის ნაკრები (ჩიტა), "იაროსლავ გაშეკის სახელობის ბურთები" (ტვერი), "ცირკის ნაკრები (მოსკოვი), ბაქოს ნაკრები (აზერბაიჯანი), პეტერბურგის ორი გუნდის გაერთიანება: "კონსერვანტების გარეშე" და " კეთილგანწყობილი რომანი", ასევე "მეგა" (მოსკოვი). შეგახსენებთ, რომ ქართულ გუნდს ამ სეზონზე სიახლე აქვს: კოლექტივში გამოჩნდა გიორგი (გერა) გიგაშვილი, უმაღლესი ლიგის ყოფილი ფინალისტი ქალაქ დოლგოპრუდნის გუნდიდან "ფიზტექ".

ყველა ახალი ამბავი
0