ამიკო ჩოხარაძის უცნობი გატაცება, ქართველები „კვნ“-ზე და ატირებული თაყვანისმცემელი

გამოწერა
ამიკო ჩოხარაძე - ნიჭიერი ადამიანი: მღერის, ცეკვავს, არის იუმორისტი, კარგი შოუმენი, აქვს იმიტაციის საოცარი უნარი და ბოლოს, უბრალოდ, კარგი ადამიანია.

ამჯერად მას შეიძლება ითქვას, რომ შემოქმედებითი პაუზა აქვს და არც ერთ ტელევიზიასთან არ თანამშრომლობს, თუმცა დარწმუნებული ვართ, ასე უმოქმედოდ დიდხანს ვერ გაჩერდება. ამიკოს სახლში დავუკავშირდით და მას „კვნ“-ში ქართველების წარმატებულ გამოსვლაზეც ვესაუბრეთ. 

- ამიკო, ნიჭიერი ადამიანი ხართ და გამონაკლისი იმათგან, ვისაც ასე აქტიურად უწევენ პროპაგანდას ქართული ტელევიზიები, არის ისეთი რამ, რაც მკითხველმა შესაძლოა, არ იცოდეს?

— რა ვიცი… სცენას რაც შეეხება, აქ თითქმის ყველაფერს ვაკეთებ. ხოლო ისეთი რამ, რაც შეიძლება ბევრმა არ იცოდეს-ეს სპორტით ჩემი გატაცებაა, მაგალითად, ფეხბურთს ვთამაშობ გადასარევად და მიუხედავად სიმაღლისა, კალათბურთის თამაშიც კარგად გამომდის. 

© FB/ Amiko Choxaradze/ამიკო ჩოხარაძეამიკო ჩოხარაძე
ამიკო ჩოხარაძე - Sputnik საქართველო
ამიკო ჩოხარაძე

- რომელ პოზიციაში თამაშობთ?

— თავდაცვაში, რასაკვირველია. ქუჩის კალათბურთს ვთამაშობ, სათამაშოდ ყველგან დავდივარ, ყოფილა ორ სამქულიანი ტყორცნებიც გამომსვლია… 

- 10 წლიანი პაუზის მერე თქვენ ხართ იმ ქართულ გუნდში, ვინც მოსკოვის „კვნ“-ში მიიღო მონაწილეობა…

— ადამიანი, რომელმაც „კვნ“-ში საქართველოს ნაკრები შეკრიბა თბილისში ცხოვრობს, წარმოშობით სამტრედიელია. ეს არის სოფო ბანძავა, რომელიც ამ თამაშში დიდი ხანია, ჩართულია. აი, გოგიჩაიშვილი როცა იყო, „კვნ“-გუნდს იმ პერიოდიდან ხელმძღვანელობს. რა წარმატებასაც მიაღწიეს ბიჭებმა ამ თამაშში, ეს ამ ქალბატონის დამსახურებაა, დაფინანსებაც მისი მოპოვებულია. 

- ძალიან კარგად გამოხვედით, ქართველების ასე ვთქვათ, „ფიშკა“ მაინც  მუსიკალური კონკურსია.

— იმიტომ, რომ ქართველები ვართ და სიმღერაში ვერავინ გვჯობნის. მოსკოვში იმიტომ მიგვიწვიეს, რომ ქართველები დიდი ხანია, არ იღებდნენ ამ თამაშში მონაწილეობას და ჩვენი სურვილიც იყო, რომ იქ გამოვსულიყავით. კარგი გუნდი შევკრიბეთ და 2014 წელს, როგორც გახსოვთ, ჩემპიონები გავხდით, 2016- ში კი ძალიან მნიშვნელოვანი თასი ავიღეთ. ალექსანდრე მასლიაკოვმა თვითონ გადმოგვცა თასი, რომელსაც პრეზიდენტის თასი ჰქვია. ეს ძალიან დიდი წარმატება იყო. ქართველების მიმართ მას ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვს. შეიძლება ითქვას, რომ მას გამოხედვაც კი ნოსტალგიური ჰქონდა. სცენაზე ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი დაძაბული არ არის. პირიქით რაღაც ადრენალინი გვემატება. აი, კულისებში კი ვნერვიულობთ, რომ კარგად გამოვიდეთ, ვინმეს რაიმე არ შეეშალოს. იმაზე ვფიქრობთ, როგორ მოვეწონებით მაყურებელს და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში, რაც მთავარია, კარგ შედეგს ვდებთ და ამით კმაყოფილი ვართ. 

© FB/ Amiko Choxaradze/ამიკო ჩოხარაძესაქართველოს გამარჯვებული ნაკრები КВН-ზე
საქართველოს გამარჯვებული ნაკრები КВН-ზე - Sputnik საქართველო
საქართველოს გამარჯვებული ნაკრები КВН-ზე

-ამიკო, ახალ წელს ახალ ბინაში შეხვდებით… 

— დიახ, ახალი წლიდან რა თქმა უნდა სიახლეებს ველოდები. თუ მექნება იმისი მატერიალური შესაძლებლობა, რომ გავმრავლდე, მაშინ მესამე შვილიც არ მაწყენდა. ახლა ორი შვილი ბიჭი და გოგო მყავს. 

- თქვენი ნიჭი რომელიმეს ხომ არ გამოჰყვა?

— არ ვიცი, მგონი, ორივეს. რაღაც ნაწილი ერთს — ნაწილი მეორეს. სცენის მიმართ ორივეს კარგი განწყობა აქვს. მაგ ამბავში უფრო გოგოა აქტიური. ბიჭი უფრო სტრატეგია, ტვინით მოქმედებს. ამ ეტაპზე ასე ჩანს და მომავალში რა იქნება, რა ვიცი.

 

-რაიმე სიახლე ხომ არ არის თქვენს სატელევიზიო საქმიანობაში, რაიმე ახალ პროექტს ხომ არ აპირებთ?

— ამ ეტაპზე როგორც იცით, არც ერთ ტელევიზიაში არ ვარ. რაც ეთერში გადის, ეგ ყველაფერი ძველი ჩაწერილია და საკმაოდ წარმატებულადაც გადის. იანვრიდან ჯერჯერობით რომელ ტელევიზიაში იქნება, ეს გადაწყვეტილი არ მაქვს, მაგრამ სიახლეებს ვგეგმავ და ახალი პროექტები უკვე გაკეთებული მაქვს.

© FB/ Amiko Choxaradze/ამიკო ჩოხარაძეამიკო ჩოხარაძე
ამიკო ჩოხარაძე - Sputnik საქართველო
ამიკო ჩოხარაძე

- ისევ იუმორისტულ შოუზეა საუბარი?

— იუმორისტულს ვგულისხმობ, აბა, მე რომ სერიოზულ გადაცემაში გამოვიდე, მაყურებელი ამას ალბათ არც მიიღებს..

- არადა, იუმორი საკმაოდ სერიოზული საქმეა, ასე არ არის?

— ასეა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე არ ვარ ის ტიპაჟი, რომ სერიოზული გადაცემა წავიყვანო, ზოგადად პოლიტიკასთან კარგი დამოკიდებულება არ მაქვს, ადრე ვერც ვხვდებოდი, ვინ ვინ იყო და რა პოსტი ეკავა, ამის შესახებ მეხუმრებოდნენ კიდეც ჩემი მეგობრები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბედნიერი ადამიანი ვიყავი და ნორმალურ ქვეყანაში ეს ასეც უნდა იყოს. ახლა სამწუხაროდ ძალიან ბევრ ადამიანს ვცნობ პოლიტიკაში, მაგრამ მათთან ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანური ურთიერთობა მაქვს. როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვიცინით და ერთმანეთს ანეგდოტებს ვუყვებით. 

© FB/ Amiko Choxaradze/ამიკო ჩოხარაძეამიკო ჩოხარაძე
ამიკო ჩოხარაძე - Sputnik საქართველო
ამიკო ჩოხარაძე

- ძალიან პოპულარული ხართ და ამდენად თაყვანისმცემელიც ბევრი გყავთ, არიან მათ შორის ისეთები, ვინც თავს გაბეზრებენ?…

— მახსენდება 2009 წელი იყო, მაშინ რომ იტყვიან, პოპულარობის პიკში ვიყავი. დელისის ტერიტორიაზე რაღაცას ვყიდულობდი. მაშინ პირველი შეხება მქონდა თაყვანისმცემელ  გოგონასთან, რომელმაც ჩემს დანახვაზე ტირილი დაიწყო. ეს იყო ჩემთვის ძალიან უცნაური რამ, როცა ადამიანმა ჩემს დანახვაზე ემოციებისგან იტირა. ძალიან ავნერვიულდი, ვერც მივხვდი რა მოხდა, უცებ გავიფიქრე, რაიმეთი ხომ არ ვაწყენინე თქო. ასეთ სიტუაციაში პირველად მოვხვდი. მოკლედ ისინი ორნი იყვნენ, როცა ერთმა გოგონამ ტირილი დაიწყო, მეორემ მთხოვა, რომ გთხოვთ, ჩაეხუტეთ, თორემ ეს არ დაწყნარდებაო. სხვა რა გზა მქონდა? ჩავეხუტე, გადავეხვიე და ვაწყნარებდი. თვითონ კი მითხრა, ცრემლები არაფერ შუაშია, უბრალოდ თავი ვერ შევიკავეო. მერე ფოტოც გადავიღე მასთან ერთად. ამ ამბის მერე ის გოგო არც მინახავს. იმედია, ეკრანზე  ჩემს დანახვაზე აღარ ტირის. ყოველ შემთხვევაში მე არ მინახავს და სადმე კუთხეში თუ ტირის ვინმე, ეგ არ ვიცი…

 

ყველა ახალი ამბავი
0