30 წლის ქართველი, რომელსაც მთვარე 121 რაკურსით აქვს ნანახი

© Nikoloz Bartkulashviliნიკოლოზ ბარტყულაშვილი
ნიკოლოზ ბარტყულაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთოდ მოგზაურობებზე რას აღარ ამბობენ: შენი ცხოვრება შეიცვლება, როცა მთვარეს მსოფლიოს მეორე ბოლოდან დაინახავო. ან ასე: გაიღვიძო უცნობ ქალაქში -ეს ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებაა, კიდევ: მსოფლიო დიდი წიგნია და ვინც არ მოგზაურობს, მუდმივად ერთ გვერდს კითხულობსო...

თუკი ამ გამონათქვამებს გავითვალისწინებთ: ადამიანს, ვინც გვსურს გაგაცნოთ: მთვარე უკვე 121 სხვადასხვა რაკურსიდან აქვს ნანახი, სხვადასხვა ქვეყანაშიც ამდენჯერვე გაიღვიძა და მისი ცხოვრებაც უკვე ის სქელტანიანი წიგნია, რომლის ყოველი ახალი გვერდიდან-ახალი ისტორია იწყება…

არადა, სულ რაღაც 30 წლისაა, ფლობს 12 ენას და სხვადასხვა ქვეყნის ფსიქოლოგიას, რელიგიასა და კულტურას იცნობს. როგორც მსოფლიო მოქალაქემ თავისი სამოგზაურო ლოგო შექმნა და დააპატენტა კიდეც. საკუთარ მოგზაურობაზე ფილმებსა და ტელეგადაცემებს ამზადებს. მომავალში საქართველოზე სერიოზული დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს. მოგზაურობა მისთვის მარტო სიამოვნება კი არა, შემეცნება და სწავლაა. ყველაფრის სტიმული ექსცენტრიული ბავშვობიდან გამოყოლილი მეტისმეტი ცნობისმოყვარეობა გახდა: "ბავშვობიდანვე მაინტერესებდა ჩვენი პლანეტა – სად ვცხოვრობთ, რისთვის გავჩნდით, საიდან მოვედით…"

© Nikoloz Bartkulashviliმსოფლიო მოქალაქე ნიკოლოზ ბარტყულაშვილი
მსოფლიო მოქალაქე ნიკოლოზ ბარტყულაშვილი - Sputnik საქართველო
მსოფლიო მოქალაქე ნიკოლოზ ბარტყულაშვილი

ეს მოკლე დოსიე და ფსიქოლოგიური პორტრეტი ეკუთვნის მსოფლიო მოქალაქეს, ნიკოლოზ ბარტყულაშვილს, მეტსახელად ნიქსს, რომლის მიზანი სავსებით გასაგები და მისაღებია: "მინდა, საქართველო ტურიზმის კუთხით გამოვაცოცხლო", ამიტომ მოგზაურობა პირველად საქართველოში დაიწყო. შემდეგ უცხო ქვეყნებში გადაინაცვლა. 9 წლის წინ 37 ქვეყანა მოინახულა. როგორც მოგზაურმა, "მოთელვა" მალაიზიაში გაიარა და პირველი 83 ქვეყანა ისე მოიარა, რომ ფოტოები არც გადაუღია. შემდეგ მოგზაურობას მისთვის სასიამოვნოს გარდა საქმიანი დატვირთვაც მიეცა. სხვადასხვა ქვეყნებში ყოფნის დროს მისი გაკვირვება — დაკვირვებამ შეცვალა და კულტურისა და ისტორიის გარდა სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანური ურთიერთობების თავისებურებებსაც ჩასწვა. ნამყოფია საშიშ აფრიკასა და მოწესრიგებულ ნორვეგიაში, ეგზოტიკურ კამბოჯაში, ევროპასა და აზიაში, ჩრდილოეთსა და სამხრეთში….

© Nikoloz Bartkulashviliნიკოლოზ ბარტყულაშვილი
ნიკოლოზ ბარტყულაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბარტყულაშვილი

აი, 50 ქვეყნის მერე კი დედამიწა ძალიან პატარა მოეჩვენა. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, რადგან იმდენი რამ ნახა, ისწავლა და განიცადა, გამოუშვა პირველი წიგნიც, რომელიც ესპანურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე ითარგმნა. მოგვიანებით ცალკეული ქვეყნისთვის ცალკე ბროშურის გამოშვებას აპირებს. უცხო ქვეყანაში ჩასულებისთვის თვლის, რომ მთავარი ღიმილია, რითიც უცნობი ადამიანების კეთილგანწყობას დაიმსახურებს და კიდევ, ყველას ლუდსა და სიგარეტზე უარის თქმას ურჩევს. სასიცოცხლოდ აუცილებელი სასმელი წყალი კი ნებისმიერ ქვეყნაში ხელმისაწვდომია. უცხო ენებიდან ინგლისურის გარდა ესპანურის შესწავლასაც საჭიროდ თვლის, რადგან ამ ენაზე დედამიწაზე 6.000 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს.

© Nikoloz Bartkulashviliნიკოლოზ ბარტყულაშვილი
ნიკოლოზ ბარტყულაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბარტყულაშვილი

მოგზაურობის დროს საქართველოსთან პარალელებსაც ხშირად ავლებს. მისაბაძ სახელმწიფოთა რიცხვში ნორვეგიას მიიჩნევს, რადგან ვიკინგების ქვეყანამ 50 წლის მერე ის მოახერხა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ცივილურ სახელმწიფოდ იქცა, სადაც ადამიანებს სახელმწიფოებრივი შეგნება აქვთ და ბუნებას და კანონს მაქსიმალურად იცავენ. როგორც ყველა სამხრეთელს, ნიქსის, მზე და სითბო უყვარს და თვლის, რომ "საქართველოზე უკეთეს ზონაში არცერთი ქვეყანა არ არის". ამიტომ ყველგან, სადაც ჩადის საქართველოს პოპულარიზაციას ეწევა.

© Nikoloz Bartkulashviliქართველი მოგზაური ნიკოლოზ ბარტყულაშვილი
ქართველი მოგზაური ნიკოლოზ ბარტყულაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი მოგზაური ნიკოლოზ ბარტყულაშვილი

რაც შეეხევა სამოგზაურო თანხებს, ნიქსი თვლის, რომ მოგზაურობა ერთი ზურგჩანთით და ნაკლები თანხითაც რეალურადაა შესაძლებელი… და კიდევ, იმისთვის, რომ მოგზაურობა სასიამოვნო იყოს, ყოველი დღე უნდა დააფასო და სიცოცხლე გიყვარდეს!..

© Nikoloz Bartkulashviliნიკოლოზ ბარტყულაშვილი
ნიკოლოზ ბარტყულაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბარტყულაშვილი

სულ ესაა, ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0