მექსიკის ციხიდან ნარკომაფიოზების თერთმეტკაციანი ჯგუფი დაუდგენელი გზით გაიქცა

© photo: Sputnik / Dmitry Znamenskyi / გადასვლა მედიაბანკშიმექსიკის პოლიცია გაქცეული ნარკობარონის ძებნისას
მექსიკის პოლიცია გაქცეული ნარკობარონის ძებნისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ ჯერჯერობით ვერ დაადგინა ციხის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ადგილსამყოფელი, რომელიც პატიმრების გაქცევისთანავე გაუჩინარდა.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. მექსიკის შტატ სინალოას გუბერნატორმა კირინო კოპელმა პარასკევს იმ ციხის 11 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების განკარგულება გასცა, საიდანაც ნარკომაფიოზების ჯგუფი გაიქცა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

დაიშის მებრძოლები - Sputnik საქართველო
ელ ჩაპო დაიშს ემუქრება

გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორისაა ციხის დირექტორიც. 

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რა გზით გაიქცნენ პატიმრები.

ხუთ გაქცეულს შორის არის უძლიერესი ნარკოკარტელ "სინალოას" ერთ-ერთი დამფუძნებლის ვაჟი ხუან ესპარაგოსა მონსონიც.

დანარჩენი გაქცეულებიც ასევე შედიოდნენ აღნიშნული ნარკოკარტელის ხელმძღვანელობის უახლოეს გარემოცვაში.

"იმ ქმედებების მიმართ, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, არავითარი შემწყნარებლობა არ იქნება, ისევე როგორც იმათ მიმართ, ვინც კორუფციაშია ეჭვმიტანილი", — განაცხადა კოპელმა.

ქვეყნის გენერალური პროკურატურა, გარდა სამსახურიდან გათავისუფლებული 11 თანამშრომლისა, ასევე ამოწმებს ციხის დანარჩენ პერსონალსაც.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოძიებამ ჯერჯერობით ვერ დაადგინა ციხის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ადგილსამყოფელი, რომელიც პატიმრების გაქცევისთანავე გაუჩინარდა.

მსგავსი ხმაურიანი გაქცევა მოხდა 2015 წელსაც, როდესაც განსაკუთრებული რეჟიმის საპატიმრო "ალტიპლანოდან", კილომეტრნახევრიანი გვირაბის გავლით გაიქცა იგივე ნარკოკარტელის, "სინალოას" ცნობილი ხელმძღვანელი ხოაკინ გუსმან ლოერა, იგივე El Chapo. თუმცა ის უკვე დააკავეს და აშშ-ს გადასცეს.

ყველა ახალი ამბავი
0