ელ ჩაპო დაიშს ემუქრება

© AP Photo/ Militant website via APდაიშის მებრძოლები
დაიშის მებრძოლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მექსიკელი ნარკობარონი ხოაკინ ლოერა, მეტსახელად ელ ჩაპო, განრისხებულია დაიშზე (ISIS). როგორც ირკვევა, ნარკობარონის მრისხანების მიზეზი ის გახლავთ, რომ ტერორისტებს კარტელ „სინალოას“ საქმიანობაში ჩარევა გაუბედავთ.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ცნობილი მექსიკელი ნარკობარონი ხოაკინ ლოერა, მეტსaხელად ელ ჩაპო, ტერორისტულ ორგანიზაცია დაიშს (ISIS) ემუქრება, — იუწყება ნარკომაფიასთან დაკავშირებული ინტერნეტპორტალი Cartel Blog.

პორტალის ინფორმაციით, „სინალოას“ მეთაურის წყობიდან გამოსვლის მიზეზი გამხდარა ის, რომ დაიშის ტერორისტებს მისი კარტელის კუთვნილი ნარკოტიკების პარტია გაუნადგურებიათ. ელ ჩაპომ ისლამისტებისთვის გზავნილში მათ მცდელობას, ჩარეულიყვნენ ნარკოკარტელის საქმიანობაში, სერიოზული შეცდომა უწოდა. სად გაანადგურეს ტერორისტებმა „სინალოას“ კუთვნილი ტვირთი, არ ზუსტდება. თუმცა ცნობილია, რომ ლათინური ამერიკის მსხვილმა კარტელებმა ბიზნესი ახლო აღმოსავლეთში გადაიტანეს. 

ნარკობარონის გზავნილში ნათქვამია, რომ მისი ხალხი პასუხს აგებინებს ტერორისტებს, თუ ისინი „კვლავაც განაგრძობენ მის საქმეებში ჩარევას“. 

ცნობისათვის: ელ ჩაპოს მექსიკის ხელისუფლება მას შემდეგ ეძებს, რაც ის ციხიდან გაიქცა მიმდინარე წლის 12 ივლისს მიწისქვეშა გვირაბით, რომლის სიგრძეც 1,5 კმ–ია.  


ყველა ახალი ამბავი
0