რა კავშირია მუსიკალურ ფირფიტებს, საათებსა და ბენჯამენ ფრანკლინს შორის?

© სალომე გურგენიძემარიამ ჟორჟოლიანი და მის მიერ დამზადებული ერთ-ერთი საათი.
მარიამ ჟორჟოლიანი და მის მიერ დამზადებული ერთ-ერთი საათი. - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეთვრამეტე საუკუნეში ამერიკელმა მეცნიერმა და გამომგონებელმა ბენჯამენ ფრანკლინმა მოთხრობაში ”რჩევები ახალგაზრდა საქმოსანს” გამოიყენა დღეს უკვე ცნობილი ფრაზა ”დრო-ფულია”. 21 წლის სტუდენტმა მარიამ ჟორჟოლიანმა ეს გამონათქვამი დროსაც და ფულსაც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით დაუკავშირა.

მან მაჯისა და კედლის საათების საკუთარი დიზაინით დამზადება კერძო ბიზნესად აქცია.

© Courtesy of Mariam Jorjolianiმარიამ ჟორჟოლიანი
მარიამ ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
მარიამ ჟორჟოლიანი

- მარიამ, როდის იქცა თქვენი გატაცება ბიზნესად?

— პირველად ასეთი საათი ჩემი მეგობრისთვის საჩუქარად გავაკეთე, იგივე პრინციპით დავამზადე მაშინაც, როგორც ახლა ვამზადებ. მუსიკალური ფირფიტა მოვხატე, მასზე დავამაგრე საათის მექანიზმი და გავაჩუქე. დღემდე ჩემი ყველა კედლის საათი მუსიკალურ ფირფიტებზეა დამზადებული.

-ალბათ ამ ფირფიტებით რომელი მელომანი გამარაგებთ?

— ქალაქში აღმოვაჩინე რამდენიმე ასეთი ადამიანი, რომელიც ამ ფირფიტებს მაწვდის.  ჯერჯერობით მათი საკმარისი რაოდენობა მაქვს, მაგრამ როცა მათი მარაგი ამოიწურება, რაიმე სხვას მოვიფიქრებ. ეს კედლის საათებს რაც ეხება და მაჯის საათები კი ჩვეულებრივ იშლება და მათ საკუთარი დიზაინით ვაწყობ.

© FB/ Mariam JorjolianiMJ Company-ს ხელნაკეთი საათი
MJ Company-ს ხელნაკეთი საათი - Sputnik საქართველო
MJ Company-ს ხელნაკეთი საათი

- რის მიხედვით არჩევთ საათის დიზაინს, სიმბოლურ დატვირთვას თუ აქცევთ ყურადღებას?

— აქვს კი ადამიანის ფანტაზიას საზღვარი? საათებს ნებისმიერ წარწერას ვუკეთებთ, ფოტოს ვათავსებთ მასში, ან რაიმე სურათს, ცნობილი მხატვრის ნახატებითაც დაგვიმზადებია, ტექსტს და დიზაინსაც განსხვავებულს ვუკეთებთ. იმდენი რამ გაგვიკეთებია, რომ ახლა კონკრეტულად არც მახსენდება. ზოგს მათ მიერ გადაღებული ფოტო უნდა, რომ საათზე გამოიყენოს. ან ვისაც ჩუქნიან, იმათ გემოვნებას და ინტერესებს ითვალისწინებენ და ჩვენც იმის მიხედვით ვამზადებთ.

- ადამიანებს ცრუ რწმენები აქვთ და ჩვენში არსებობს მოსაზრება, რომ საათის ჩუქება არ შეიძლებაო…

— ამის შესახებ მე არაფერი ვიცი და არც მსმენია. ჩვენი აზრით საათი, მით უფრო ასე პერსონალურად დამზადებული ძალიან ორიგინალური და სასურველი საჩუქარია.

© FB/ Mariam JorjolianiMJ Company-ს ხელნაკეთი საათი წარწერით "დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს"
MJ Company-ს ხელნაკეთი საათი წარწერით დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს - Sputnik საქართველო
MJ Company-ს ხელნაკეთი საათი წარწერით "დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს"

- მაჯის საათს როგორ არჩევთ?

— სამი წელია, რაც ამ მოდელზე ვმუშაობთ და ჩვენი ნამუშევრებისთვის მხოლოდ მას ვიყენებთ. ძალიან კარგი ხარისხის საათებია, შემდეგ ვშლით, ჩვენებურად ვაკეთებთ და ვაწყობთ. ვარჩევთ მის დიზაინს, სამაჯურის ფერებს და ფორმებს, შემკვეთებს თავად კორპუსის ფერებსაც ვუთანხმებთ. ჩვენს რჩევებსაც ითვალისწინებენ ხოლმე და საბოლოო ჯამში ყველა კმაყოფილია.  ჩვენი სლოგანია: „შექმენი საათი შენი დიზაინით“.

- მარიამ, სულ რამდენი საათი გექნებათ დამზადებული?

— ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ახალი წლის დღეებში 400 ცალი იქნებოდა.

© FB/ Mariam JorjolianiMJ Company-ს ხელნაკეთი საათი წარწერით "მშია"
MJ Company-ს ხელნაკეთი საათი წარწერით მშია - Sputnik საქართველო
MJ Company-ს ხელნაკეთი საათი წარწერით "მშია"

- ალბათ მკითხველს ამ საათების ფასი დააინტერესებს…

— მაჯის საათი 80 ლარი ღირს, ამ ფასში შედის ყველაფერი: გრაფიკოსთან გასაუბრება და მისი კონსულტაცია, იმიტომ, რომ ზოგმა კონკრეტულად არ იცის რა უნდა. მერე საათის აწყობა, მისი ყუთში ჩადება, ანუ შეფუთვა. კედლის საათებს რაც შეეხება, მუსიკალური ფირფიტა სამი სხვადასხვა ზომისაა: დიდი, საშუალო და პატარა. ზომების მიხედვით ისინი 35–50 და 60 ლარი ჯდება. მათ დამზადებისთვის ორი დღე საკმარისია.

- ყველაზე უჩვეულო წარწერის გაკეთება საათზე რა უთხოვიათ?

— ერთხელ სვანურად დავაწერეთ საათს, ძველქართულადაც დაგვიწერია და სხვათა შორის ძალიან საინტერესო გამოსულა. კიდევ თემატური წარწერები მახსენდება:  „შენ არავინ გგავს“, „დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს“, გურმანებს ალბათ მოეწონებათ საათი, სადაც ყველა ციფერბლატის გასწვრივ წერია: „მშია“, „მე გადმოვცურავ ზღვას“ და ა.შ.

© FB/ Mariam JorjolianiMJ Company-ს ხელნაკეთი საათი წარწერით "შენ არავინ გგავს"
MJ Company-ს ხელნაკეთი საათი წარწერით შენ არავინ გგავს - Sputnik საქართველო
MJ Company-ს ხელნაკეთი საათი წარწერით "შენ არავინ გგავს"

- შეყვარებულებისთვის აღარ გეკითხებით, ალბათ გარკვეულ დღეებში თქვენი საათის დიზაინზე მხოლოდ გულები ჩნდება ხოლმე.

— დიახ, სიყვარულის დღეს გვაქვს ხოლმე ბევრი შეკვეთა და მაშინ საათებზე სიყვარულთან ასოცირებული ტექსტების უნდათ ხოლმე.

- მარიამ, თქვენ საუბრობთ ხოლმე მრავლობით რიცხვში და რამდენი ადამიანია დასაქმებული?

— რა თქმა უნდა მარტო არ ვმუშაობ, ეს ჩემი კომპანიაა, რომელსაც ჩემი ინიციალები  აქვს“  —M&G company Handmade clocks.  ეს ინიციალები საათებზეც აღინიშნება ხოლმე. მე მყავს ჩემი გრაფიკოსი, ოპერატორი, ვინც შეკვეთებს იღებს. მერე შეკვეთა საბოლოო ჯამში ჩემთან მოდის.

© FB/ Mariam JorjolianiMJ Company-ს ხელნაკეთი საათი
MJ Company-ს ხელნაკეთი საათი - Sputnik საქართველო
MJ Company-ს ხელნაკეთი საათი

- სიმბოლურად რომ ვთქვა, ამდენი შეხება გაქვთ დროსთან და მისი ფასი კარგად იცით…

— ხომ მაქვს ხოლმე დროსთან შეხება, არა? მაგრამ მაინც ვერასოდეს ვერაფერს ვასწრებ.

- მაინც რის მოსწრება გინდათ?

— სულ დაკავებული ვარ, მუშაობის მერე, სახელოსნოდან დაახლოებით ღამის პირველ, ორ საათზე მივდივართ ხოლმე, მთელი ეს დრო ვმუშაობთ.

© Courtesy of Mariam Jorjolianiმარიამ ჟორჟოლიანი
მარიამ ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
მარიამ ჟორჟოლიანი

- უცხოელები თუ გყოლიათ დამკვეთებს შორის?

— იშვიათად, მაგრამ გვყოლია, მხოლოდ ისინი, ვინც საქართველოში ცხოვრობენ., მაგრამ შემკვეთებს შორის ძალიან ბევრია უცხოეთში მცხოვრები ქართველი. ისინი თავის ახლობლებს იქიდან უკეთებენ ხოლმე საჩუქარს. ასეთი შემთხვევების დროს, როცა კონკრეტული ადამიანი საქართველოში არ იმყოფება, კურიერსაც ვრთავთ ხოლმე ანუ მათ ვქირაობთ.

ყველა ახალი ამბავი
0