თბილისი, 18 მარტი — Sputnik. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ბაქოში საცოლეების მოტაცების შემთხვევებიც გახშირდა.
პოლიცია პრაქტიკულად ყოველ დღე ორ ასეთ შემთხვევას არეგისტრირებს, იტყობინება Sputnik-აზერბაიჯანი ბაქოს პოლიციის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით
პოლიციას მოტაცებული ქალიშვილის მშობლები მიმართავენ. როგორც მოგვიანებით, გამოძიების დროს გაირკვა, დიდი და სუფთა სიყვარულის იმედით, გოგონები შეყვარებულებთან ერთად თავად გარბიან.
"ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდებს არა აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, რათა გოგონას ტრადიციის დაცვით, როგორც საჭიროა, ისე თხოვონ ხელი. დღეს მოტაცების მობილურ ტელეფონებზე გადაღება დაიწყეს. ეს მაშინ ხდება, თუკი გოგო თანახმაა, რომ შეყვარებულთან ერთად გაიქცეს. ამგვარი ვიდეო-რგოლები აუცილებელია, თუკი საქმე სასამართლომდე მიდის. რადგან ეს ხომ იმის დადასტურებაა, რომ გოგო საკუთარი ნებით გაიქცა ახალგაზრდა საქმროსთან ერთად", —განაცხადეს პოლიციაში.
საცოლის მოტაცება — ეს ძველი ტრადიციაა კავკასიაში, მაგრამ დღეს მძიმე დანაშაულად ითვლება. მსგავსი ფაქტის შეფასება ხდება როგორც ადამიანის მოტაცება, თუკი ის ჩადენილია გოგოს სურვილის წინააღმდეგ ან თუ ის არასრულწლოვანია. მსგავსი დანაშაული მინიმუმ ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.