Sputnik-ის გამოკითხვა: ქორწინებისთვის მატერიალურად და მორალურად მომწიფებაა საჭირო

© photo - W-Artქორწინება
ქორწინება - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ Sputnik საქართველომ“ ქორწინების შესახებ მკითხველთა აზრი გაარკვია.

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ადამიანმა ოჯახი მაშინ უნდა შექმნას, როდესაც ამისთვის მორალურად და მატერიალურად იქნება მზად, მიიჩნევს „Sputnik საქართველოს“ მკითხველთა უმრავლესობა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გამოკითხვაში.

კითხვაზე, „რომელ ასაკშია უპრიანი ოჯახის შექმნა“, გამოკითხვაში მონაწილეთა 72,7%-მა უპასუხა, რომ იმ ასაკში, როდესაც „მატერიალურად და მორალურად იქნება მზად“. ოჯახის შექმნისას სიყვარული მნიშვნელოვანი ფაქტორია 13,6%-სთვის, ადრეულ ასაკში კი ოჯახის შექმნას მკითხველთა 9,1% ემხრობა. ოჯახის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს — 4,5%.

საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა ქორწინებების და გაიზარდა განქორწინებების რიცხვი. დემოგრაფმა ავთანდილ სულაბერიძემ ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ საქართველოში ქორწინებების ე.წ. ევროპული მანერა დამკვიდრდა. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
რეფერენდუმი ერთსქესიანთა ქორწინებაზე საქართველოში არ შედგება

1990-იან წლებში ქორწინების ასაკი, საშუალოდ, 23 წელი იყო, დღეს კი ის ქალებს შორის 27-28 წლამდე, მამაკაცებს შორის — 30-31 წლამდე გაიზარდა.

რაც შეეხება განქორწინებებს, წყვილები უფრო მეტად ახალგაზრდობის — 20-დან 30-წლამდე ასაკში შორდებიან ერთმანეთს.

2016 წლის ათი თვის განმავლობაში საქართველოში 21 620 წყვილი დაქორწინდა. დღეს საქართველოში 1 381 116 დარეგისტრირებული ქორწინებაა.

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

ყველა ახალი ამბავი
0