თბილისი, 18 მარტი — Sputnik. პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აპრილში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება რუმინეთში, — ნათქვამია სახელმწიფო ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მოსალოდნელ ვიზიტის დეტალებზე საქართველოს პრემიერმა ამ ქვეყნის ელჩთან, რადუ ლივიუ ხორუმბასთან ისაუბრა.
მხარეებმა ასევე რუმინეთისა და საქართველოს თანამშრომლობაზეც იმსჯელეს.
მათ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხს. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიესალმება რუმინეთის ინვესტორებს და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. მიმდინარე წლის ივნისში საქართველოსა და რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყების 25 წელი სრულდება. ქვეყნები ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის სფეროში აქტიურად თანამშრომლობენ.