უსუფაშვილი პარტიას ხიდაშელის გარეშე ქმნის

© Parliament of Georgiaდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პარტიის შექმნას გეგმავს, რომლის შემადგენლობაშიც პოლიტიკურად აქტიური პირები იქნებიან.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ახალი პარტიის შექმნას გეგმავს, რომლის შემადგენლობაში არ იქნება მისი მეუღლე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალე უსუფაშვილმა "რესპუბლიკური პარტია" დატოვა. უსუფაშვილის მსგავსად პარტია სხვა წევრებმაც დატოვეს, მათ შორის ხიდაშელმა.

"პოლიტიკური პარტია აუცილებლად იქნება… თინა ხიდაშელი არ აპირებს იმ საქმეში აქტიურობას, რომელშიც მე ვაპირებ. თინა აქტიური ცხოვრებით იცხოვრებს, მაგრამ არა ამ მიმართულებით", — განაცხადა უსუფაშვილმა ტელეარხ Rustavi2-ის გადაცემა "აქცენტებში".

უსუფაშვილის თქმით, მას ძალზე სერიოზული წინადადება ექნება იმ ადამიანებთან, რომლებსაც აქტიური პოლიტიკური პოზიცია გააჩნიათ.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
უსუფაშვილს ახალი ფორმატის პარტიის შექმნა უნდა

"ქვეყანასაც, მთავრობასაც, ოპოზიციასაც სჭირდება ძალიან სერიოზული და ფუნდამენტური შველა", — აღნიშნა მან.

ყოფილი სპიკერის განცხადებით, შიდა საფრთხეები, შემცირების ნაცვლად, გაიზარდა იმის გამო, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ გაძლიერდა.

"გარე სამყაროში მიმდინარე ცვლილებებმა შეცვალა ძალიან ბევრი რამ. თუ დღემდე გვქონდა განცდა, რომ ჩვენთვის ხელსაყრელი პროცესები იყო დემოკრატიულ სამყაროში, დღეს ეს ასე აღარ არის", — განაცხადა უსუფაშვილმა.

"რესპუბლიკური პარტია" 2016 წლის ივლისამდე კოალიცია "ქართული ოცნების" აქტიური წევრი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0