თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში მიმდინარე წლის 7 აპრილს გაიმართება, აღნიშნულია სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
პრეზიდენტმა საპარლამენტო გამოსვლისთვის მზადება მრჩევლებთან ერთად უკვე დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტთან მარგველაშვილის ყოველწლიური გამოსვლის ფორმატის შესახებ კონსულტაციებს მართავს.
"პრეზიდენტი საპარლამენტო გამოსვლაში შეეხება საქართველოს მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო თემას. მათ შორის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალურ საკითხებს, უსაფრთხოებასა და საგარეო ურთიერთობების, ასევე მასმედიისა და სასამართლოს თემებს", — აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე მარგველაშვილის გამოსვლა პარლამენტში 7 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ იყო დაგეგმილი, თუმცა მისი გამოსვლა გაზაფხულისთვის გადაიდო.