"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ქველმოქმედებას იწყებს

© Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტის დეპუტატი ირმა ინაშვილი
პარლამენტის დეპუტატი ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ერთ–ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ფონდში ყოველთვიურად 1500 ლარის გადარიცხვას აპირებს.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ოპოზიციური პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" მედიაკავშირ "ობიექტივის" ჟურნალისტებთან ერთად საქველმოქმედო ფონდის დაარსებას გეგმავს.

ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, "საქართველოს პატრიოტთა" ფრაქციის დეპუტატმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომელიც მანამდე მედიაკავშირ "ობიექტივის" დირექტორი იყო. ინაშვილის თქმით, ფონდი საქართველოს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დაეხმარება.

ნიაზ დიასამიძე და 33ა - Sputnik საქართველო
თბილისში კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

ოპოზიციური პარტიის დეპუტატები ყოველთვიური ხელფასიდან გარკვეულ თანხას გადარიცხავენ ფონდის ანგარიშზე.

"მე ჩემი, როგორც ვიცე-სპიკერის ხელფასიდან 1500 ლარს ჩავრიცხავ ამ ფონდში", — განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საქველმოქმედო ფონდის სახელწოდება "ობიექტივი" იქნება. ინაშვილმა სხვა პარტიების დეპუტატებს აქციაში ჩართვისკენ და გაჭირვებულთა დახმარებისკენ მოუწოდა.

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციური პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ექვსი დეპუტატით არის წარმოდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0