თბილისში კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

© courtesy of 33Aნიაზ დიასამიძე და 33ა
ნიაზ დიასამიძე და 33ა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბილეთების გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო სასტუმროს მშენებლობას მოხმარდება.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. თბილისის სპორტის სასახლეში 19 მარტს გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი „ბერი ანდრიას ფონდის“ ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის.

საღამოს ორგანიზატორია საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსების“ მხარდაჭერით.

საქართველოში ბავშვებისათვის-სარეაბილიტაციო-სასტუმრო-ცენტრი აშენდება - Sputnik საქართველო
სიმსივნით დაავადებული ბავშვებისათვის საქართველოში სარეაბილიტაციო სახლი აშენდება

ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება სარეაბილიტაციო სასტუმროს „ბედნიერი სახლი“. ეს იქნება პირველი სახლი, სადაც სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები პროფესიულ მომსახურებას სრულიად უფასოდ მიიღებენ.

„სარეაბილიტაციო სახლი ერთდროულად 20 ბავშვსა და მათ მშობლებს 24-საათიან მომსახურებას გაუწევს. ასევე იმუშავებს დღის ცენტრი, სადაც 50 ბავშვი და მათი მშობლები დღის განმავლობაში საჭირო სერვისებს მიიღებენ“, — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

ამ საქველმოქმედო მიზნისთვის სპორტის სასახლის სცენაზე უანგაროდ გამოვლენ ნიაზ დიასამიძე და 33, ნიკოლშოუ, Reggaeon, Goofy Land-ი, LOUDspeakers, Windows, ლევან მასპინძელაშვილი და ბენდი და სხვა შემსრულებლები.

ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2013 წელს დაარსდა და აქტიურად მართავს საქველმოქმედო ღონისძიებებს საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის ყველა წევრი საქველმოქმედო საქმიანობაში უანგაროდ არის ჩართული.

ყველა ახალი ამბავი
0