თბილისში პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

გამოწერა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პორტუგალიური ენის ცენტრი გამართავს გამოფენას, ფილმების ჩვენებასა და კონფერენციას.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში კულტურულ-გასართობი ღონისძიებები გაიმართება, აღნიშნულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ვებ-გვერდზე.

პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობა მაისში პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
საქართველოში პირველად გაიმართება "არქეოლოგიური რა? სად? როდის?"

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული პორტუგალიური ენის ცენტრი 1-7 მაისს მოაწყობს გამოფენას "პორტუგალიური ენის ეკონომიკური პოტენციალი". 2-3 მაისს ჩატარდება პორტუგალიური და ბრაზილიური ფილმების ჩვენება, ხოლო 4 მაისს კონფერენცია გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოში ბრაზილიის ელჩი კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორა, საქართველოში პორტუგალიის საპატიო კონსული კახა შარაბიძე, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები, სტუდენტები.

კონფერენციაზე ბრაზილიის ელჩის მეუღლე ბრაზილიელი და პორტუგალიელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებს.

6 მაისს პორტუგალიური და ბრაზილიური მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0