თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდა არქეოლოგების საზოგადოება იწყებს ინტერაქტიულ თამაშს "არქეოლოგიური რა? სად? როდის?".
თამაშში ჩართვა არქეოლოგიით დაკავებულ ყველა სტუდენტს შეუძლია. "არქეოლოგიური რა? სად? როდის?" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VI კორპუსში 7 აპრილს ჩატარდება.
ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ერთი უნივერსიტეტის ერთ გუნდს, რომელიც ხუთი კაცისგან უნდა შედგებოდეს.
მსურველებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია და გაგზავნონ ცნობა, რომ გუნდის ხუთივე წევრი უნივერსიტეტის სტუდენტია.