„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებმა თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსეს

© Sputnik / Levan Avlabreli"ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეების აქცია
ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეების აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები, რომლებიც 30 იანვარს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. 

დაზარალებულები საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ. პარასკევს ისინი საქართველოს მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, სადაც თავისი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაახმოვანეს, შემდეგ კი დედაქალაქის ქუჩებში  დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საინფორმაციო ფურცლები დაარიგეს, რომელიც პარლამენტის შენობის წინ კვირას, 14:00 საათზე გაიმართება. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერმა უარი თქვა „ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეებთან შეხვედრაზე

აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება მათ კომპენსაციებს არ უხდის და დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებს. გარდა ამისა, ისინი კრედიტის შეჩერების საკითხზე ბანკებთან შუამავლობას ითხოვენ.

“45 დღეა რაც შენობა გადამწვარია და ამ ადამიანებს დაზარალებულის სტატუსი აქამდე არ აქვთ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ყველა ამბობს, რომ ეს ხალხია დაზარალებული, მაგრამ ხელისუფლება და პროკურატურა ამბობს, რომ მოწმეები არიან. ეს არის სამარცხვინო. მსგავსი სამარცხვინო გადაწყვეტილება მე არ მინახავს“, — განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა. 

შემოსავლების სამსახური მოვაჭრეებს ხანძრის შედეგად განადგურებულ საქონელს ჩამოაწერს

თბილისის მერიის ინიციატივითა და შუამავლობით კომერციულმა ბანკებმა სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა კრედიტების 6 თვით გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს.

გარდა ამისა, თბილისის სხვადასხვა ბაზრობებზე მათთვის  შეღავათიანი პირობებით სავაჭრო ფართებია გამოყოფილი.

ხანძარი სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში, სადაც „ოქროს სამყარო“ და საბითუმო ბაზრობა იყო განთავსებული, 30 იანვარს, გვიან ღამით გაჩნდა.


ყველა ახალი ამბავი
0