პრემიერმა უარი თქვა „ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეებთან შეხვედრაზე

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში დამწვარი სავაჭრო ცენტრის „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც ხანძრის შედეგად განადგურებული სავაჭრო ცენტრის „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებმა მოაწყვეს. 

ისინი სახელმწიფო კანცელარიის წინ პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით შეიკრიბნენ. 

აქციის მონაწილენი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ხელისუფლება მათ კომპენსაციებს არ უხდის. ისინი ამტკიცებენ, რომ დაზარალებულთა ნაწილი უკვე 23 დღეა შიმშილობს. 

ხანძარმა სავაჭრო ცენტრი ბავშვთა სამყარო გაანადგურა - Sputnik საქართველო
თბილისში ხანძარმა "ბავშვთა სამყარო" გაანადგურა

„ჩვენ კომპენსაციებს ვითხოვთ… ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა, იმისთვის რომ დროულად მოახდინოს რეაგირება იმ ვალდებულებებზე, რაც ხალხის წინაშე აქვს“, —თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ როინ ფეიქრიშვილმა. 

მიუხედავად აქციის მონაწილეთა მოთხოვნისა, პრემიერმა შეხვედრაზე უარი თქვა.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ამ სიტუაციის კომენტირებისას განაცხადა, რომ კომერციულმა ბანკებმა მერიის თხოვნით გადაწყვიტეს 6 თვით გადაუვადონ დაზარალებულებს კრედიტის დაფარვის ვადა. 

ბავშვთა სამყაროს შენობა თბილისში GEO - Sputnik საქართველო
თბილისში სავაჭრო ცენტრი "ბავშვთა სამყარო" დაიწვა: ხანძრის ლიკვიდაციის კადრები

გარდა ამისა, ნარმანიას თქმით, თბილისის მერიამ თავის თავზე აიღო ბაზრების ასოციაციასთან შუამავლის როლი და მათ გამოყვეს სხვადსხვა ბაზრობებზე სავაჭრო ფართები შეღავათიანი პირობებით. 

ხანძარი „ბავშვთა სამყაროს“ ოთხსართულიან შენობაში 30 იანვრის ღამეს მოხდა და მთლიანად გაანადგურა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი, მათ შორის „ოქროს სამყარო“. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0