ბასილაშვილი აშშ-ში АТР–ს ჩელენჯერის ტურნირზე დამარცხდა

© Sputnik / Alexander Imedashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემდეგ ტურნირს, რომელიც მაიამიში ჩატარდება, ნიკოლოზ ბასილაშვილი საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყებს.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგ ჟერემი შარდისთან ორ სეტში 2:6, 1:6 დამარცხდა და ვერ შეძლო АТР სერიის ჩელენჯერის ტურნირის მეოთხედფინალში მოხვედრა, რომელიც ამერიკის ქალაქ ირვინგში ტარდება, იუწყება ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.

თანაბარი თამაში მხოლოდ პირველი სეტის მეექვსე გეიმამდე გაგრძელდა. საკუთარ ჩაწოდებაზე ბასილაშვილს შეეძლო 3:3 ანგარიშით დაესრულებინა თამაში, მაგრამ შარდის ბრეიკმა მსოფლიო რეიტინგის 55-ე ჩოგბურთელის თამაში "გატეხა".

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი ინდიან–უელსის „მასტერსის“ ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა

ცხრა მომდევნო გეიმიდან ბასილაშვილმა მხოლოდ ერთი მოიგო. ქართველი სპორტსმენი ბურთს მუდმივად ბადესა და აუტში ახვედრებდა, ოთხი ორმაგი და სხვა შეცდომები დაუშვა. გამარჯვებისათვის ფრანგს საათზე ოდნავ მეტი დასჭირდა.

ნახევარფინალში გასასვლელად შარდი რუს ანდრეი რუბლიოვს შეხვდება, რომელმაც ასევე ორ სეტში ანგარიშით 6:2, 6:4 გერმანელი ბენჯამინ ბეიკერი დაამარცხა.

ირვინგში გამოსვლის დასრულების შემდეგ ბასილაშვილი АТР–ს "მასტერსის" ტურნირისთვის მზადებას დაიწყებს, რომელიც მაიამიში 22 მარტს დაიწყება. ქართველი ჩოგბურთელი ასპარეზობას საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყებს.

ყველა ახალი ამბავი
0