ხარვეზები თბილისის მეტროში: არ მუშაობს ორი სადგური

გამოწერა
გაუმართაობის გამო თბილისის მეტროპოლიტენის ორ სადგურზე - ახმეტელსა და სარაჯიშვილზე მატარებლები არ მოძრაობს.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ტექნიკური ჯგუფი ცდილობს აღმოფხვრას პრობლემა, რომლის გამო თბილისის მეტროპოლიტენის ორი სადგური ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე არ მუშაობს, განუცხადა "Sputnik საქართველოს" "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო
სიტუაცია თბილისის მეტროში: სამი სადგური არ მუშაობს

ხარვეზები მეტროში 13:34 საათზე დაფიქსირდა.

"როგორც ტექნიკურ სამსახურში აცხადებენ, ხარვეზებია ახმეტელისა და სარაჯიშვილის მონაკვეთებს შორის. მატარებლები მოძრაობენ გურამიშვილიდან ვარკეთილამდე და ვარკეთილიდან გურამიშვილამდე. საბურთალოს ხაზი დაბრკოლების გარეშე მუშაობს. ადგილზე ტექნიკური ჯგუფები უკვე გავიდნენ და პრობლემის მიზეზების აღმოფხვრის სამუშაო უკვე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, პრობლემის მიზეზი რა არის", — განაცხადა კომპანიის თანამშრომელმა.

საქართველოს დედაქალაქში მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, რიგით მეოთხე იყო — მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის შემდეგ. 2000 წლიდან, რაც თბილისის მეტროპოლიტენის ბოლო სადგური გაიხსნა, მისი ხაზების საერთო სიგრძე 26,3 კილომეტრია. ამჟამად თბილისში 22 მეტროსადგური ფუნქციონირებს, რომელიც 2 ხაზზეა განლაგებული.

ყველა ახალი ამბავი
0