საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შევიდა

© photo: Sputnik / Stringerდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის სისტემაში ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით განხორცილდება.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღა აპრილიდან დაიწყება. ცვლილებების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

პროგრამის ძირითადი ნაწილი მოქალაქეების მიზნობრივ ჯგუფებად დაყოფას გულისხმობს, რომლებიც ინდივიდუალური მიდგომებით ისარგებლებენ.

პირველ მიზნობრივ ჯგუფებში შედიან 5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, შშმ პირები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, პედაგოგები.

პირველ მიზნობრივ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისები უცვლელად შეუნარჩუნდება და დაემატება ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა. პროგრამის ფარგლებში მედიკამენტებით დაფინანსდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტის II ტიპი, ბრონქიალური ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
საქართველოში არსებული კლინიკები საყოველთაო დაზღვევის მოთხოვნების შესახებ გააფრთხილეს

მეორე კატეგორიის მოქალაქეები არიან ისინი, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000-ლარზე მეტია. საქართველოში ამ კატეგორიის 32 ათასი ადამიანია. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ის მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 ათას ლარს აღემატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.

მესამე საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებია. მათი ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, ხოლო წლიური შემოსავალი 40 ათას ლარს არ აღემატება. ასეთი 300 ათასი მოქალაქეა საქართველოში.

მეოთხე კატეგორიის მქონე მოქალაქეების სარეიტინგო ქულა 70 ათასიდან 100 ათასამდეა. მათი რაოდენობა 102 ათასია.

მინისტრის განცხადებით ცვლილებები განხორციელდა საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეების სერვისებზეც. მოზარდებს და იმ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასიდან 100 ათასამდეა, მათი სერვისები უცვლელი რჩება.

მეხუთე კატეგორია 6-18 წლამდე მოზარდები არიან, მათი რაოდენობა სულ 503 ათასია.

მეექვსე კატეგორიაა დაბალი შემოსავლის, ყოველთვიურად 900 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები და თვითდასაქმებულები.

კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის პრივილეგია მიენიჭათ იმ მიზნობრივ ჯგუფებს, მოზარდებს, დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა.

ბრიუსელი - Sputnik საქართველო
ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია დადებითად ქართულ სადაზღვევო კომპანიებზეც აისახება

პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფის მოქალაქეს დაუფინანსდება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით.

როგორც მინისტრმა აღნიშნა ცვლილებებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ძალაში მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ შევა.

სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა საქართველოში 2013 წელს ამოქმედდა. ის ქვეყნის ყველა მოქალაქის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ბავშვთა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირების სამედიცინო მომსახურებას დაზღვევა სრულად ფარავს, დანარჩენი მოქალაქეების კი — ნაწილობრივ.

 

ყველა ახალი ამბავი
0