ქართველი თაღლითები საერთაშორისო ზარებს ადგილობრივებად "ასაღებდნენ"

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიმობილური ტელეფონი
მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თაღლითებმა ქართულ სატელეფონო კომპანიებსა და სახელმწიფო ბიუჯეტს სპეციალური მოწყობილობის დახმარებით მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. თაღლითებმა ქართულ სატელეფონო კომპანიებსა და სახელმწიფო ბიუჯეტს პეციალური მოწყობილობის დახმარებით მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს.

თაღლითებმა ქართულ სატელეფონო კომპანიებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს, ისინი საერთაშორისო ზარებს სპეციალური მოწყობილობის დახმარებით ადგილობრივ ზარად გარდაქმნიდნენ და ზარის ღირებულების სხვაობას ითვისებდნენ.

facebook - Sputnik საქართველო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი „ფეისბუქის“ მომხმარებლებს აფრთხილებს

რამდენიმე დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი ეს დანაშაული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სატელეფონო კომპანიებისათვის საერთაშორისო ზარის ტარიფი ერთ წუთზე მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივი ზარისათვის დადგენილ ტარიფს და ამავდროულად იბეგრება აქციზის გადასახადით.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დამნაშავეები ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით საზღვარგარეთიდან შემოსული დიდი ოდენობით საერთაშორისო სატელეფონო ზარებს ადგილობრივ ზარად გარდაქმნიდნენ და მომხმარებელზე ამ ფორმით აწვდიდნენ.

"დანაშაულებრივი ჯგუფების ამგვარი ქმედება, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს აყენებდა როგორც ქართულ სატელეფონო კომპანიებსა და სახელმწიფო ბიუჯეტს, აფერხებდა ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებას", — ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის მიერ ქალაქ ბათუმსა და ქალაქ თბილისში, სხვადასხვა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია 10 ერთეული ელექტრონული მოწყობილობა "სიმ — ბოქსი".

ყველა ახალი ამბავი
0