პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი „ფეისბუქის“ მომხმარებლებს აფრთხილებს

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიfacebook
facebook - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალური ქსელ „ფეისბუქის“ მომხმარებლებისთვის საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატმა რეკომენდაციები შეიმუშავა.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატი „ფეისბუქის“ მომხმარებლებს ურჩევს, არ ისარგებლონ იმ შეთავაზებით, რომელიც მათ თითქოს „ფეისბუქზე“ მათი გვერდის ვიზიტორების ვინაობასა და სხვა დეტალებს აცნობებს, ვინაიდან ამას პერსონალური ინფორმაციის გაჟონვის საფრთხე ახლავს.

„თუ ამგვარი საიტის მიერ მოთხოვნილ ინსტრუქციებს შეასრულებთ, ვებ-გვერდი მოიპარავს პრაქტიკულად ყველა ინფორმაციას თქვენი ფეისბუქ-ანგარიშიდან, გაგზავნის მესიჯებს თქვენი სახელით, მოიპოვებს თქვენი ფოტოების გამოყენების უფლებას, დაპოსტავს თქვენს ნაცვლად და არავინ იცის, რაში გამოიყენებს თქვენგან მიღებულ პერსონალურ ინფორმაციას“, — წერია უწყების „ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „ფეისბუქს“ არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ ასეთი მომსახურების მიღება საიტიდან შეუძლებელია და „თუ რაიმე სახის ციფრებს ან ინფორმაციას გამოგიგზავნიან, ის ყალბი იქნება“.

მარკ ცუკერბერგი - Sputnik საქართველო
ცუკერბერგი ფეისბუქის აქციების 99%–ს ქველმოქმედებას მოახმარს

როგორც ირკვევა, თუ რომელიმე მომხმარებელი მახეში გაება, საიტი შეძლებს გამოიყენოს ამა თუ იმ პიროვნების ანგარიში საკუთარი ინტერესებისთვის, დააგზავნოს ვირუსები მისი სახელით, მოიწონოს სხვადასხვა გვერდი მის ნაცვლად, გააწევრიანოს სხვადასხვა არასასურველ ჯგუფში, გამოიყენოს მისი ფოტოები ყალბი პროფილის (fake-profile) შესაქმნელად და იმოქმედოს მისი სახელით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სოციალური ქსელის მომხმარებლებს ურჩევს, არ მისცენ ამგვარ საეჭვო გვერდებსა და აპლიკაციებს იმის უფლება, რომ მოიპოვონ წვდომა მათ ანგარიშებზე, e-mail-სა თუ ინბოქსზე, რათა არ დაზარალდნენ არც თავად და არც მათი მეგობრები.

ყველა ახალი ამბავი
0