თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე პრისცილა ჩანი კომპანია „ფეისბუქში“ საკუთარი აქციების 99%–ს ქველმოქმედებაზე დახარჯავენ, რათა სამყარო უკეთესი გახდეს, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„ჩვენი ცხოვრების განმავლობაში „ფეისბუქის“ აქციების 99%–ს, რაც ამჟამად დაახლოებით 45 მლრდ აშშ დოლარია, ქველმოქმედებას მოვახმართ, რათა ეს სამყარო მომავალი თაობისთვის უკეთესი გახდეს“, — დაწერა ცუკერბერგმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ფეისბუქის დამფუძნებელმა ეს განცხადება თავისი გოგონას დაბადებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ გოგონას მაქსი უწოდეს.
სოციალურ ქსელ ფეისბუქით ყოველდღიურად 1,01 მლრდ ადამიანი სარგებლობს, რაც გასული წლის მონაცემზე 14%–ით მეტია. ყოველთვიურად ფეისბუქის მომხმარებელთა რაოდენობა 1,5 მლრდ ადამიანია.