თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსეთის სახელით მოასპარეზე თეიმურაზ გაბაშვილი ანგარიშით 6:1, 6:4 დაამარცხა და АТР–ს სერიის ქალაქ ირვინგის ჩელენჯერის ტურნირის მეორე რაუნდში გადავიდა, იუწყება АТР–ს ოფიციალური ვებ-გვერდი.
პირველ სეტში ბასილაშვილი მეტოქის ჩაწოდებაზე დამაჯერებლად მოქმედებდა და ბრეიკი ორჯერ გააკეთა. შედეგად, პარტიის მოგება ნახევარ საათზე ნაკლებ დროში შეძლო.
მეორე პარტიაში კორტზე უფრო თანასწორი ბრძოლა მიმდინარეობდა, მაგრამ მეცხრე გეიმში ბასილაშვილმა მეტოქის ჩაწოდების აღება შეძლო და მატჩი მოგებამდე მიიყვანა.
ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 55–ე ადგილს იკავებს და მეოთხედფინალში გასვლისთვის ფრანგ ჟერემი შარდის შეხვდება, რომელიც АТР–ს რეიტინგში მე–80 ადგილს იკავებს.
ირვინგში მიმდინარე ტურნირი 19 მარტამდე გაგრძელდება, მისი საპრიზო ფონდი 150000 აშშ დოლარს შეადგენს.