ინდიან–უელსში მიმდინარე АТР-ს ტურნირზე ბასილაშვილმა ასპარეზობა დაასრულა

© Sputnik / Alexander Imedashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ში მიმდინარე ტურნირზე ბასილაშვილმა ბარბადოსელ 131-ე ჩოგანთან წააგო.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბარბადოსელ დარიან კინგთან ორ სეტში ანგარიშით 5:7, 5:7 წააგო და ინდიან–უელსის „მასტერსის“ АТР სერიის ტურნირზე ასპარეზობა პირველივე რაუნდში დაასრულა.

ორივე ჩოგბურთელი ტურნირის ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო რაუნდიდან მოხვდა. კლასში მნიშვნელოვანი განსხვავების მიუხედავად (ბასილაშვილი მსოფლიოს 55-ე ჩოგანია, კინგი კი 131-ე), შეხვედრა საკმაოდ თანაბარი გამოვიდა და ორივე ჩოგბურთელის შეცდომებით იყო სავსე.

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილმა ინდიან-უელსში პირველ საკვალიფიკაციო მატჩში გაიმარჯვა

კინგის წარმატების საწინდარი ბასილაშვილის ჩაწოდებაზე უფრო დამაჯერებელი თამაში გახდა. ბარბადოსელმა ოთხი ბრეიკი გააკეთა, ქართველმა კი მხოლოდ ორი.

ინდიან–უელსში გამოსვლამ ბასილაშვილს 10 სარეიტინგო ქულა და 13700 დოლარი მოუტანა.

ინდიან-უელსის ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი დაახლოებით 7 მლნ დოლარია, 19 მარტამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0