თბილისში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ნამუშევრები გამოფინეს

© courtesy of Katianiდაუნის სინდრომის მქონე ბავშვები
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ნამუშევრების ძირითადი თემატიკა კატებია.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. თბილისში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს, იუწყებიან ორგანიზატორები.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მიერ დახატული სურათები გამოსახულია ჭიქებზე, ჩანთებზე, ბლოკნოტებსა და წიგნის სანიშნეებზე. ნამუშევრები წარმოდგენილია სოციალურ საწარმო "ბაბალეში", რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "რეალურმა ცვლილებებმა" შექმნა. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობლები.

გამოფენიდან შემოსული თანხა "ბაბალეს" გადაეცემა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სწავლობენ და მუშაობენ.

ხალხი გადადის აღმაშენებლის გამზირზე თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
თბილისში გაიხსნა გამოფენა „შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან"

"ბაბალეს" მონაცემებით, საქართველოში ამჟამად 150 ათასზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი ცხოვრობს და მათთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას დასაქმება წარმოადგენს.

"ბაბალეს" შემოქმედებითი სივრცის მიზანია ასეთ ბავშვებსა და მოზარდებს შესაძლებლობა მიეცეთ, მიიღონ პროფესიული ცოდნა და მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.

ღონისძიება იმართება ორგანიზაცია "კატიანის" ხელშეწყობით, რომელიც ქმნის პროდუქციას კატების გამოსახულებით.

ყველა ახალი ამბავი
0