საქართველოს სკოლებში ვირტუალური ლაბორატორიები გაიხსნება

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიბავშვები კომპიუტერთან სხედან
ბავშვები კომპიუტერთან სხედან - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკოლების რეალური ლაბორატორიებით აღჭურვა - რთული და ძვირადღირებული პროცესია, ამიტომაც განათლების მინისტრმა ვირტუალური ლაბორატორიების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქვეყანაში არსებული საჯარო სკოლების გარკვეული ნაწილის ვირტუალური ლაბორატორიით აღჭურვას გეგმავს, ამის შესახებ მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ვირტუალური ლაბორატორია — პროგრამულ–აპარატული კომპლექსია, რომლის საშუალებით ცდების ჩატარება რეალურ დანადგარებთან უშუალო კონტაქტის გარეშე იქნება შესაძლებელი, ყველა პროცესის მოდელირება კომპიუტერის დახმარებით ხორციელდება. გარდა ამისა, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით, შესაძლებელი გახდება ლაბორატორიული ცდების მოდელირება. 

ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
პირველად საქართველოში მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორია დაარსდა

მინისტრის განმარტებით, სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვა საკმაოდ რთული პროცესია. მაგალითად, საქართველოში არსებული 2000 სკოლიდან, ყოველწლიურად 100 მათგანში რომ მოეწყოს ლაბორატორია, ამ პროცესს 20 წელი დასჭირდება, ამიტომ ალექსანდრე ჯეჯელავა გამოსავალს ვირტუალურ ლაბორატორიაში ხედავს. გარდა ამისა, სკოლების ნაწილს საშუალება ექნება სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობით ლაბორატორიები ჯილდოდ დაიმსახურონ და ვირტუალურთან ერთად, რეალური კაბინეტებიც ჰქონდეთ.

ჯეჯელავამ ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთმა სკოლამ ნამდვილი ლაბორატორიის გახსნა შეიძლება დაიმსახურონ სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებზე მოსწავლეთა გამარჯვების გზით.

განათლების მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სამ წელიწადში ყველა რეგიონში სამი-ოთხი სკოლა იქნება ლაბორატორიით აღჭურვილი, სადაც შესაძლებელი იქნება იმ სკოლებიდან ბავშვების მიყვანა, რომელშიც ეს ლაბორატორიები არ არსებობს.

 „ჩვენ ვმუშაობთ ერთ-ერთ ტექნოლოგიურ კომპანიასთან, რომ  ტექნიკური უნივერსიტეტის გამოცდილება გამოვიყენოთ, დავით სონღულაშვილის (პროფესორი, პროექტ „ვირტუალური ლაბორატორიის“ ავტორი — რედ.) პროდუქტი გავაფართოვოთ და გავხადოთ ხელმისაწვდომი სკოლებისთვის“, — განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრი განათლების სფეროში მასშტაბურ რეფორმას ატარებს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0