თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენრალურ საავადმყოფოში მოლეკულური ლაბორატორია დაარსდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია ჩეხეთის განვითარების ფონდის დონაციითა და რამდენიმე ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიხსნა.
წელს ლაბორატორიაში დაგეგმილია უცხოელი სპეციალისტების ვიზიტი და ლაბორატორიის პერსონალის გადამზადება.
„ეს არის ის მეთოდი, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ ქართველ ბავშვს, ნებისმიერ ქართველ პაციენტს, რომელსაც ონკო-ჰემატოლოგიური პრობლემა აქვს, დიაგნოზი დაესვას იმ დონეზე, რომ შემდეგ აღარ დაჭირდეს ხელმეორე შეფასება საზღვარგარეთ“, – განაცხადა იაშვილის სახელობის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ლაბორატორია საქართველოში ჩეხეთის ელჩმა ტომაშ პერნიცკიმ და სავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ გახსნეს.